რელიგია

უფლის გზაზე

№16

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 29.04, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ეშმაკი

ჩვენი ცხოვრების მტერი, ჩვეულებრივ, ისე იქცევა, რომ როდესაც უკანონოდ ვცხოვრობთ, ჩვენს ცოდვას მცირედ, უმნიშვნელოდ წარმოგვიდგენს, რომელთანაც, თითქოსდა, ზეცისა და მიწის მეუფეს უნდა მისი დიდებულების გამო არანაირი საქმე არ ჰქონდეს; ხოლო როდესაც დაინახავს, რომ სინანულს ვიწყებთ და ვნებების ჯაჭვის გაწყვეტა გვსურს, ღმერთს უმოწყალო მსაჯულად გვაჩვენებს, ჩვენს ცოდვებს კი – სრულიად მიუტევებლად!

***

ცოდვამდე ეშმაკი ღმერთს მოწყალედ წარმოგვიდგენს, ცოდვის შემდეგ კი – მართლმსაჯულად. ეს მისი ეშმაკობაა. შენ კი ამის საწინააღმდეგოდ მოიქეცი. ცოდვამდე ღვთის მართლმსაჯულება წარმოიდგინე, რათა არ შესცოდო, ხოლო შეცოდების შემდეგ იფიქრე ღვთის გულმოწყალების სიდიადეზე, რათა იუდას სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე!

***

გონება და გული ზეცისა და მარადიულობისკენ მიმართე და ეშმაკი ვერ შეგიპყრობს; რაც უფრო მაღლა დაფრინავს ჩიტი, მით უფრო უსაფრთხოდაა; ხოლო როდესაც დაბლა, მიწაზე ეშვება, ადვილად დაიჭერენ ან მოკლავენ.

წმიდა ტიხონ ზადონელი

***

განსაცდელის ჟამს შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნე, მაგრამ თუ გულში შფოთს იგრძნობ, ნუ გამოამჟღავნებ მას გარეგნულად, რათა მოიცილო ეშმაკი, რომელმაც შენი გულის სიღრმეში შემოღწევა ვერ შეძლო და ამიტომ შენი გარეგნული ქმედებების მიხედვით მსჯელობს; იგი სასოწარკვეთილია, რომ ვერ დაგეპატრონა და განგეშორა, შესაძლოა, იმ დროს, როდესაც შენ უკვე სუსტდებოდი და მზად იყავი, მისთვის დაგეთმო. სწორედ ასე იქცევა მტერი, რომელმაც ალყა შემოარტყა ქალაქს და როდესაც ნახა მისი დაცულობა და მზადყოფნა ხანგრძლივი თავდაცვისათვის, ალყა სწორედ იმ დროს მოხსნა, როდესაც ქალაქი დანებებისათვის ემზადებოდა; იმიტომ, რომ არ იცის არც ის ზიანი, რომელსაც მისი ცეცხლმსროლელი იარაღი ქალაქს აყენებს, არც მის მცხოვრებთა შიში და შფოთვა.

***

როდესაც ქოთანი ცხელდება, ვერც ბუზი და ვერც სხვა რამ ვერ შეეხება მას; ხოლო როდესაც გაცივდება, მაშინ მწერები მასზე სხდებიან; ასევე ემართება ადამიანსაც, ვიდრე იგი სულიერ საქმიანობაშია, მტერს მისი დაძლევა არ შეუძლია.

„სულიერი მდელო“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი