რელიგია

უფლის გზაზე

№15

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 22.04, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ხელისუფალი და სახელმწიფო

პირამიდა ერთმანეთზე დალაგებული მრავალი ქვისგან შედგება და თითოეული მათგანი მთლიანობისთვის აუცილებელია: ეს საზოგადოების სახეა. მაგრამ მაღლა ქვების უფრო ნაკლები რაოდენობაა, ხოლო სულ თავში მხოლოდ ერთია.

***

სამოქალაქო საზოგადოების საფუძველი უცვლელია: შეიძლება, ქვედა ზემოთ გადავიტანოთ, მაგრამ ყოველთვის იქნება ქვემოთა და ზემოთა, ნება და იძულება, სიმდიდრე და სიღარიბე, სიამოვნება და ტანჯვა.

***

თუ სახელმწიფო მართვის გარკვეული სახისთვის მომწიფდა, განმტკიცდა, გაფართოვდა და აყვავდა, ნუ შეეხებით ასეთ მმართველობას; როგორც ჩანს, იგი მისაღებია სახელმწიფოსთვის, ამიტომ მასში სხვა მმართველობის შემოღება დამღუპველი და საზიანო იქნებოდა.

***

სახელმწიფოებს ჰყავთ შინაურ არაკეთილისმსურველებზე უფრო სახიფათო მტრები – გარყვნილება და ბიწიერება, რომლებიც ყრუ და ნელ, მაგრამ გაცხოველებულ და გამუდმებულ ომს აწარმოებენ კეთილზნეობის წინააღმდეგ; და ეს ომი უფრო საშიში და დამღუპველია, რადგან თითოეული მოქალაქის გაერთიანებული ძალისხმევის გარეშე მას ვერც თავიდან ავიცილებთ და მისი შეწყვეტაც შეუძლებელია.

***

ყველაფერი, რასაც სიყვარული ვერ აერთიანებს, არარაობაა და სიყვარულის გარეშე არცერთი სხვა ჯაჭვი ნამდვილი არ არის. რასაც ანგარება აერთიანებს, იმას ანგარებავე არღვევს; რასაც ძალადობა აერთიანებს, ის ძალადობითვე ინგრევა; რასაც დროის ძლიერება აერთიანებს, მას იგივე დროის სიმძლავრე ანგრევს. მარადიულად დაურღვეველია მხოლოდ ის, რასაც სიყვარული აერთიანებს, რამეთუ სიყვარული სიკვდილზე და კაცობრიობაზე ძლიერია!

***

თუ შლამი ფსკერზეა დალექილი, წყალი სუფთა რჩება, მაგრამ როგორც კი რაიმე არასწორი მოძრაობით შლამი ზემოთ ამოვა, აქამდე სუფთა წყალი სისუფთავეს კარგავს და იმღვრევა. ამის მსგავსად, ადამიანთა საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილი ბოროტია, მაინც სუფთაა, მშვიდობიანი, როდესაც მისი არაწმიდა სტიქია ფსკერზეა; როდესაც უკეთური ადამიანები, საყოველთაო აზრით, სამართლიანად დამცირებულნი, ვერ აღწევენ ხელისუფლებას, პატივსა და სხვებზე გავლენას, მაშინ ისინი ამღვრევენ სუფთა წყალსაც და კეთილ ადამიანებსაც, ანდა, თავიანთი გავლენით აცდუნებენ, ან თავიანთი ძალით შეჭირვებისა და მწუხარებისკენ უბიძგებენ; თანაც, როდესაც ძლიერდებიან, მთელ საზოგადოებას აზიანებენ.

„სულიერი მდელო“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი