უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 21.01, 2022 წელი
განკითხვა
ადამიანები საკუთარ საქმეებში დაყოვნებული მსაჯულნი არიან, სხვისაში კი – სწრაფნი.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
***
ნუ ეცდები სხვისი საქმეების გარკვევას, შენშიც მრავლად მოიპოვება იგივე, რაშიც სხვაში ეჭვი გეპარება
წმიდა ნილოს სინელი
***
ძალიან ხშირად ადამიანთა სამსჯავრო ჰგავს იმას, თითქოსდა, სახლის პატრონი, რომელსაც საკუთარი ეზო ჭუჭყისგან არ გაუსუფთავებია, აყვედრის ადამიანებს, რომლებიც მასთან ტალახიანი ფეხებით შემოვიდნენ.
***
როგორ ვართ მიდრეკილნი ჩვენ მოყვასის ქმედებების განსასჯელად ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე გამოვიკვლევთ მათ! ეს, რასაკვირველია, იმისგანაა, რომ ჩვენ თვითონ საკუთარ საქმეებში მეტ-ნაკლებად შეგვაქვს არაწმიდა ზრახვები და მიზნები.
***
სუფთა სული ადვილად არ იჯერებს უსამართლო საქმეების შესაძლებლობას.
***
სათნოებებიცა და ნაკლოვანებებიც გონებას აბრმავებენ; პირველ შემთხვევაში ადამიანი მოყვასის ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს, მეორის დროს კი – სათნოებებს ვერ ხედავს.
***
ნებისმიერი სახის საგანი ჩააგდეთ აყროლებულ ჭურჭელში – ეს საგანიც მაშინვე ცუდ სუნს გამოსცემს. ასევე, ემართება სხვის საქციელს უგუნური ადამიანის სულში. იგი ფიქრობს, რომ სამყაროში საერთოდ არ არსებობენ კეთილი ადამიანები. ქურდი სხვებსაც ქურდად მიიჩნევს; ფარისეველი ვერ უშვებს, რომ გულწრფელად სათნო ადამიანები არსებობენ; ხორცის მონას არ სურს, დაიჯეროს, რომ სულისა და სხეულის შეურყვნელად დაცვა შესაძლებელია.
***
ზნეობრივ ცხოვრებაში კარგად გამოცდილი ადამიანები ყოველ დროში ამჩნევენ ურთიერთმიმართების ერთსა და იმავე კანონს: ვინც საკუთარი თავის მიმართ მკაცრია, იგი შემწყნარებელია მოყვასის მიმართ; და ვინც შემწყნარებელია საკუთარი თავის მიმართ, იგი მკაცრია მოყვასის მიმართ.
***
რაც უფრო მკაცრად და მიუკერძოებლად მსჯელობს ადამიანი საკუთარი საქმეების შესახებ, მით უფრო შემწყნარებელი და სამართლიანია მისი განსჯა მოყვასის საქმეების მიმართ.
***
მოყვასის განკითხვის ჩვევა სულის საქმეა, რომელიც სულაც არ ზრუნავს თავის ცხონებაზე და სრულებით არ იცნობს საკუთარ თავს.
***
ამბა სტრატიგის ძმამ ჰკითხა: „რატომ განვიკითხავ ძმას?“ ბერმა უპასუხა: „იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ შეიცანი საკუთარი თავი. ვინც საკუთარ თავს ხედავს, ის ძმის ცოდვებს ვერ ამჩნევს“.
„სულიერი მდელო“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან