უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 14.01, 2022 წელი

დღესასწაულების დაცვის შესახებ👇
უფალმა ექვსი დღე გამოგიყო შენი საქმეებისა და სამუშაოსთვის, თავისთვის კი მხოლოდ ერთი – მეშვიდე დღე დაიტოვა.
(გამოსვ. 20–10).
***
დღესასწაული მადლიანი საქმის გამოვლენა, სულის ღვთისმოსავი განწყობა და გამოსწორებული ცხოვრებაა. თუ ეს გაქვს, ყოველთვის შეგიძლია, იდღესასწაულო!
***
დღესასწაული იმისთვის როდია, რომ უწესოდ მოვიქცეთ და ცოდვები გავიმრავლოთ. არამედ იმისთვის, რათა განვიწმინდოთ მათგანაც, რაც გვაქვს!
წმიდა იოანე ოქროპირი
***
საერო დღესასწაულებზე იხარჯება ის, რაც შრომის დღეებში იქნა მოგროვილი; საეკლესიო დღესასწაულებზე შეიძლება, და საჭიროა, მოაგროვო სიბრძნის სულიერი საუნჯე – ჭვრეტითი და საქმიანი, ისევე უხვად, როგორც – არასადღესასწაულო დღეებში.
***
დღესასწაული იმისთვის როდია, რომ მხოლოდ საქმე გადადო და უქმად იყო.
***
დღესასწაული უქმე როდია, არამედ დღესასწაულია, ესე იგი, საამო ზეიმი სულისა ღვთის უდიდეს წყალობათა შესაცნობად.
***
დღესასწაული სულიერი სიხარულის, მასში გულითადი მონაწილეობის, შინაგანი გრძნობის გარეშე იგივეა, რაც სხეული სულის გარეშე.
***
ქრისტიანისთვის ყოველი დღე დღესასწაულია – მისთვის მონიჭებული მადლის გამო.
***
თუ სადღესასწაულო დღეებში საყოფაცხოვრებო საქმეები უნდა შეწყვიტო, მაშინ, მით უმეტეს, უნდა განეშორო საქმეებს, რომლებიც სამუშაო დღეებშიც კი დაუშვებელია.
***
ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს.
***
ნათელი დღეები ნათელია მხოლოდ სუფთა და შეუბღალავი სულისთვის.
***
ვინც სუფთა გულით დღესასწაულობს, ის ანგელოზებთან ერთად ზეიმობს.
„სულიერი მდელო“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან