რელიგია

უფლის გზაზე

№46

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 26.11, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

სარწმუნოებაზე

ვინც მართლმადიდებელ სარწმუნოებას რაიმე მიზეზით დატოვებს და სხვა სარწმუნოებაში გადავა (საერო თუ სასულიერო პირი), მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ იქ წმიდანივითაც რომ იღვაწოს, ვერ ცხონდება.

***

ასჯერ მრუში ჯობია იყო, ვიდრე სხვა სარწმუნოებაზე გადახვიდე.

***

სარწმუნოებასთან ერთად თუ სიმტკიცეც არა გაქვს, არაფრად ვარგიხარ. შენს სარწმუნოებას აგინებენ, შენ იქ იდგე და ხმას არ იღებდე, ურწმუნოზე უარესი ხარ.

***

ეშმაკმა ჩვენზე მეტად იცის, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ საქმით ბოროტებას აკეთებს. ჩვენი რწმენა კეთილ სიტყვასა და საქმეში უნდა გამოიხატებოდეს.

***

ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრენიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ. ღვთის მორწმუნეს საქმით იცნობთ.

***

სარწმუნოება ოკეანეა, ღრმად არ შეცუროთ, თორემ ზვიგენები გადაგყლაპავენ. თქვენი საზომით იცხოვრეთ და საშუალო გზაზე ივლით.

ლოცვაზე

უფალი თქვენს ლოცვას მაშინ ისმენს, როდესაც თქვენ თვითონ გესმით თქვენივე ლოცვის.

***

ყოველი საქმე და გულმოდგინე ლოცვა მსხვერპლივით შესწირეთ უფალს. სანამ ქრისტესთან მიხვალთ, ეშმაკთან მოგიწევთ ბრძოლა. ამიტომ ილოცეთ, მუდამ ილოცეთ. ლოცვა მთებს ძრავს ადგილიდან.

***

„მამაო ჩვენოზე“ დიდი ლოცვა არ არსებობს. წმიდა დიმიტრი როსტოველის ყოველდღიურად წაკითხული „ღვთისმშობლის ხუთგზის ლოცვა“ კი ცათა შინა იწერება.

***

ლოცვა ღმერთთან საუბარია. როცა დაღლილი და თითქმის დაძინებამდე მისული, თავს ძალას დაატან, წამოდგები და ჩვეული წესით, მაინც ილოცებ, ასეთი ლოცვა ღვთის წინაშე ორმაგად იწირება.

***

ვინც ყოველდღიური ტიპიკონით (დილა-საღამოს დადგენილი წესი) ლოცულობს, შეგვიძლია, შევადაროთ სახლის პატრონს, რომელსაც თავისი ეზოსთვის დიდი გალავანი აქვს შემორტყმული და დაცულია გარეშეთაგან. ვინც არ ლოცულობს კი – იმ სახლის პატრონს, რომლის ეზოს ღობეც არ აქვს და ნებისმიერს შეუძლია შესვლა-გამოსვლა.

***

ლოცვის უდიდესი მნიშვნელობისა და ძალის შესახებ მაცხოვარი შეგვახსენებს, როდესაც თავის მოწაფეებს ეუბნება: „ეს ბოროტი ძალა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.“

***

როგორ შევთხოვოთ წმიდანს, როდესაც შესაფერისი ლოცვები არა გვაქვს? ჯერ წმიდა სამების სახელით გადავიწეროთ პირჯვარი, შემდეგ ღვთისმშობლის ლოცვა ვთქვათ: „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“, ხოლო ამის შემდეგ წმიდანს მოუხმეთ სამჯერ. მაგალითად: „წმიდაო დიდო მოწამეო გიორგი! ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.

***

არა მარტო იმათზე უნდა ილოცოთ, ვინც შენი ახლობელია და იცნობ, არამედ იმათზეც, ვინც საპყრობილეშია, საროსკიპოშია, უძლურებაშია, განსაცდელშია და მგზავრობაშია.

წმიდა მამა

გაბრიელის სწავლებანი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...