რელიგია

უფლის გზაზე

№43

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.11, 2021 წელი

დემონებით შეპყრობილი
ადამიანები
დაკოპირებულია

აბორტზე

(წმიდა მამა გაბრიელის ხილვა)

ხილვა მქონდა: ორმა მხედარმა მკლავებში ხელი მომკიდა და თეთრი შენობისკენ წამიყვანა. დიდი დარბაზის ქვის იატაკი მოფენილი იყო თითის სიგრძე მკვდარი, გასისხლიანებული ბავშვებით. ჭერზე არსებული ხვრელებიდან კვლავ ცვიოდა დახოცილი ბავშვები. უეცრად ხმა შემომესმა: დედა ღვთისა მობრძანდება! მოვბრუნდი და კედელს ავეკარი. გარეთ გამომიყვანეს, ღვთისმშობელმა მრისხანე სახით შემომხედა და მითხრა:

– ამისთვის მევედრები, გაბრიელ? ასე გამრავლდება ქართველი ერი?!

განრისხებული დედა ღვთისა ვერ წარმომედგინა. მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი, ის მერჩია. შემდგომ ღვთისმშობელი გაბრუნდა და წავიდა. მე არავის ვუსურვებდი ასეთი განრისხებული ენახოს ცისა და ქვეყნის დედოფალი.

***

საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს. აკეთებს და ამის ნებას იძლევა. სანამ დროა, უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთ მკვლელობის ცოდვები მიეტევოთ.

ცოდვილ მღვდელზე

მოციქულებიდან მოყოლებული, მართლმადიდებელ მღვდელს სულიწმიდა ხელდასხმის მადლით აქვს მინიჭებული, განსხვავებით სექტანტებისა და მწვალებლებისგან, რომელთაც ეს არ გააჩნიათ. თუ ცოდვილია მღვდელი, წესის აღსრულებისას უხილავი თოკებით არის შეკრული და მას წმიდა ანგელოზები ასრულებენ.

***

ცოდვილი მღვდელი იმას ემსგავსება უკვდავების ჭასთან რომ იდგეს და უკვდავების წყარო ოქროს თასით ამოჰქონდეს. მისი ცოდვილიანობით წყაროს არაფერი აკლდება. ამიტომ ბრძენი ადამიანი იმ მადლს გამოიყენებს, რაც ღვთისმსახურზეა დავანებული.

***

მღვდელი თუ დოგმატურ საკითხებს არასწორად გადმოსცემს და ამას ხვდება, მაშინ სასწრაფოდ უნდა გაერიდოთ. სანამ არ განკვეთენ ასეთ მსახურს. კრების განჩინებამდე, მიმსვლელთათვის, ვინც მის შესახებ არაფერი იცის, მადლი მაინც რჩება.

ფულზე გამოსახულ წმიდანებზე

ფულზე წმიდანები და ეკლესიები რომ დახატეს, ეს დიდი ცდომილება და ცოდვაა. წმიდანები და ეკლესიები სიწმინდეა და გონიერება მოითხოვს, რომ მათ პატივი შესაბამისად მიეგებოდეს.

ეს წმიდა სახეები ყიდვა-გაყიდვისა და ხშირად ურჯულთ სურვილების აღსრულების ჭუჭყში არ უნდა ისვრებოდეს. მეტი დაფიქრება მართებდა ერს. ის ფული, რომელზეც წმიდანები და ეკლესიებია გამოსახული წელს ზევით ატარეთ, რადგან ამით ჩვენს ხელთ არსებული მცირედი პატივი მაინც მივაგოთ მათ.

ზოგმა შეიძლება, თქვას: ადრე ხომ იყო წმიდა თამარ მეფის გამოსახულებიანი ფული? – კი, მაგრამ ეს მისი მეფობის დროს, მას სიცოცხლეში ხომ არ ყოფილა წმიდანად შერაცხილი. ეს მისი გარდაცვალების შემდეგ მოხდა, როგორც წესია. შემდეგ ახალი მეფე რომ მოდიოდა, ის თავის ფულს ჭრიდა და ძველის მაგივრად მიმოქცევაში ახალი ფული შედიოდა. ეს მეფეთა წესი იყო.

წმიდა მამა გაბრიელის

სწავლებანი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი