რელიგია

უფლის გზაზე

№42

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

მტკიცე საყრდენი ყოფითი ცხოვრების ქარტეხილში

– ეს შეუძლებელია, – იტყვის ხოლმე მავანი, საკუთარი უძლურებიდან გამომდინარე. დაამყარე სასოება ღმერთზე, რადგან „კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის“ (ლუკა 18,27).

– ძალიან დავიღალე.

უფალთან მიდი, განგისვენებს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ (მათე 11,28).

– არავის ვუყვარვარ.

ღმერთს უყვარხარ და ყოველთვის ეყვარები: „ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე...“ (იოანე 3,16).

– არ შემიძლია ცხოვრების ასე გაგრძელება, ძალა გამომეცალა.

„შენთვის საკმარისია უფლის მადლი, რადგან მისი ძალა უძლურებაში ვლინდება“ (2 კორ. 12,9).

– არ ვიცი, რა გზას დავადგე.

„უფლისგან არის კაცის ნაბიჯები, მიენდე მას“ (იგავნი 29, 24).

– ვგრძნობ ჩემს ვალდებულებას, მაგრამ გაკეთება არ შემიძლია.

„ყოველივე ძალმიძს ჩემი განმაძლიერებელი ქრისტეს მიერ“ (ფილიპ. 4,13); შენც შეძლებ, მთავარია, გწამდეს და კეთილი მიზნები დაისახო.

– საშუალება არა მაქვს, ვინმეს სიკეთე ვუყო.

„ღმერთს ძალუძს, უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე“ (2 კორ. 9;8).

– კეთილგონივრულობა მაკლია, არ შემიძლია, რაიმე მნიშვნელოვან საქმეს ხელი მოვკიდო, ვერ წარვმართავ.

– ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლოვანებას თავისი სიუხვითა და დიდებით“ (ფილიპ. 4,19).

– არაფრის თავი არა მაქვს, დათრგუნული ვარ, ბევრი უსამართლობა ჩამიდენია და ჩემს თავს ვერ ვპატიობ...

„თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის (უფალი), სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისგან“ (1 იოანე 1,9).

– მაინც შიში მიპყრობს, ნორმალურად ვეღარ ვაზროვნებ, თავს ვერ ვფლობ.

„ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა“ (2 ტიმ. 1,7).

– ძალიან განვიცდი, ათასი საზრუნავი მაქვს და თავს ვერაფერს ვაბამ.

„მას (უფალს) მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტ. 5,7).

– დამხმარე არავინ მყავს, მარტოდმარტო ვარ, რა მეშველება ამ ბოროტი ხალხის გარემოცვაში?

„უსმინე ყოვლადძლიერ ღმერთს, რომელიც გეუბნება: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“, ირწმუნე ეს და თამამად შეგეძლება თქვა: „უფალია ჩემი შემწე და არ მეშინია; რას დამაკლებს კაცი?“ (ებრ. 13, 5-6).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა