რელიგია

ცოლქმრული მოვალეობები

№45

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 18.11, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ქალი, როგორც ადამის ნეკნიდან აღებული, ახლოსაა მის გულთან და ქმრის გულში უპირველესი ადგილი უნდა ჰქონდეს მიჩენილი.

***

ვისაც ცოლი ღმერთზე მეტად უყვარს, კერპთაყვანისმცემელია, თუ მხოლოდ ვნებისთვის უყვარს იგი – მეძავია, ხოლო, ვისაც უყვარს იგი, როგორც ქრისტეს – ეკლესია, იგია ჭეშმარიტი ქრისტიანი.

***

თუ ცოლში ხედავ ცოდვას, ის განაგდე და არა ცოლი!

***

დედაკაცი ისეა, როგორც თანამგზავრი პლანეტა, რომელიც თან ახლავს ქმარს ამქვეყნიურ გზაზე. იგი გაუმრუდებელი სიმართლით უნდა უძღვებოდეს მის შინაურ ყოფას და მის ირგვლივ სათნოებისა და კეთილგონიერების მოკრძალებულ შუქს ჰფენდეს.

***

იქნებ გგონიათ, რომ სიხარული გულში გარედან მოდის? შეხედე და ნახავ, რომ ის ცხოვრებას შიგნიდან აშუქებს. ოჯახის ქალი, რომელიც თავისი ოჯახის კეთილდღეობით არის დაკავებული, დაუღალავად შრომობს დედისა და დიასახლისის მოვალეობების ჩარჩოში, გართობაზე ფიქრისთვის ვერ იცლის. სამაგიეროდ მეურნეობის მართვა და ოჯახის გაძღოლა ჰარმონიით ავსებს მის გულს.

***

დედაკაცი, რომელიც საწინააღმდეგო სქესისთვის განკუთვნილ გზას ირჩევს, ისევე მოქმედებს ბუნებისა და საღი აზრის საწინააღმდეგოდ, როგორც კაცი, ქალის მსგავსად რომ გამუდმებით თავის მორთულობაზე ზრუნავს და მთელი მისი ღირსება პირადი ტუალეტის ხარისხის შესაბამისად წარმოუდგენია.

***

ბედნიერია ის, ვინც თავისი დედობის წოდებით ამაყობს და საკუთარ შვილებს ისე უცქერს, როგორც თავის საუკეთესო სამკაულს!

***

სიძულვილის ღირსია ქალი, რომელსაც შვილები ჰყავს და მაინც შეუძლია, მოწყინებაში იყოს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი