რელიგია

წმიდა წერილი და ბიბლია

№17

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 06.05, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

როგორც ბუნებრივი შუქის არარსებობისას ადამიანი ვერ ივლის საჭირო გზით, ასევე, საღმრთო წერილის სხივით გაუნათლებელი ადამიანი იძულებულია, განუწყვეტლივ შესცოდოს ბევრ რამეში, ვინაიდან ღრმა უკუნეთში დახეტიალობს.

* * *

იმას, რისი დანახვაც შეგიძლია, შენი თვალით უმზირე, ხოლო უხილავისა და მარადიულის შესახებ მსჯელობისას ღვთის სიტყვას დაეყრდენი.

* * *

ერთხელ ერთმა ბრძენს ჰკითხა: „მუდმივად რატომ კითხულობ წიგნებს, სადაც ღვთის შესახებ სწავლება და ადამიანის მოვალეობებია გადმოცემული? შენ ხომ ეს უკვე რამდენჯერმე წაიკითხე?“ ბრძენმა უთხრა: „დღეს რატომღა ითხოვ საჭმელს? გუშინ ხომ ჭამე?“ – „მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვიცოცხლო“, – უპასუხა მან. – „მეც სწორედ იმიტომ ვკითხულობ, რომ ვიცოცხლო!“ – უთხრა ბრძენმა. ბრძენის აზრით, როგორც სხეულს სჭირდება ყოველდღიური საზრდელი, რათა იცოცხლოს, ასევე სულს ესაჭიროება ყოველდღიური სულიერი საზრდელი სიცოცხლისთვის.

* * *

ერთი სათნოთმოყვარე კაცი ოცი წლის განმავლობაში მუდმივად კითხულობდა ბიბლიას, ამასთან, არც სამსახურებრივ, არც ლიტერატურულ საქმიანობას არ იკლებდა. ერთხელ ჰკითხეს მას, ნუთუ არ მობეზრდა ერთი და იმავეს გამუდმებით კითხვა, „ვინ გითხრათ, რომ ეს ერთი და იგივეა, – უპასუხა მან, – პირიქით, მე დღითი დღე ახალ-ახალს აღმოვაჩენ წმიდა წერილში, რაღაც ისეთს, რაც უწინ არ შემიმჩნევია, და ღმერთია მოწამე, რომ ჩვენი დროის ადამიანს მათუსალასავით საუკუნეებიც რომ ეცხოვრა, მაშინაც ვერ წაიკითხავდა ამ წიგნს ბოლომდე, თუნდაც ყოველდღე ეკითხა იგი!“

* * *

იმისდა მიხედვით, თუ როგორ ესმის წმიდა წერილი, შესაძლებელია, დავინახოთ, როგორია თავად ადამიანი და როგორი გახდა იგი. მისი აღქმა შეესაბამება იმ დონეს, რომელზედაც ის იმყოფება. თუ ჯერ კიდევ ბუნებრივად ცხოვრობს, წმიდა წერილში იგი მხოლოდ ბუნებრივ საგნებს პოულობს. როცა ადამიანი თავად ამაღლდება, წერილის სიტყვები მისთვის უფრო ამაღლებულია. საერთოდ, რაც უფრო მაღლა დგას ის, მით უფრო ამაღლებულ საიდუმლოებებს აღმოაჩენს ღვთის სიტყვაში.

* * *

დაიწყე საღვთო წერილის ყურადღებით კითხვა და ნუ დაგეზარება ხშირად იკითხო ის, – მიუხედავად იმისა, გესმის სიტყვების ძალა თუ არა, ვინაიდან ხშირი სწავლება ადრე გაუგებარს უკვე აშკარას გახდის. ღვთის მადლით, ხშირად მას, რაც დღეს არ გვესმის, ხვალ გავიგებთ, რომელიც უხილავად გახსნის ჩვენს გონებას წმიდა წერილის შესამეცნებლად.

* * *

თუ შენ არ გესმის ღვთის სიტყვა, სამაგიეროდ, ეშმაკებს ესმით, რომ შენ კითხულობ მას და ძრწიან!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი