რელიგია

ტაძარში ქცევის შესახებ

№18

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.05, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ამკობენ წმიდა ხატებს ტაძარში, თვითონ კი მათ წინაშე ლოცვა ეზარებათ.

* * *

ყოფით ურთიერთობებშიც, თუ ცნობილი პირი გარკვეული დროით საკმარისი მიზეზების გარეშე არ მიდის წარჩინებულ სახლში, ამას ისე იგებენ, რომ ამ პირისათვის ძვირფასი არ არის ეს სახლი და მასთან ურთიერთობას წყვეტს. განა იგივე არ ხდება, როდესაც ქრისტიანი სადღესასწაულო დღეებში, რომელიც ეკლესიამ ტაძარში მისასვლელად და საყოველთაო ლოცვისათვის დაადგინა ან იშვიათად ესწრება, ან საერთოდ არ დადის ღვთის ტაძარში და არ სურს საყოველთაო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა? განა არ არის ეს მისი მხრიდან აშკარა სიცივის ნიშანი ღვთის მცნებების მიმართ, ანდა მათი დარღვევა?!

* * *

შეგიძლია, წყალი დალიო საკუთარ სახლში, არ არის საჭირო წყაროსთან ან მდინარესთან წასვლა; ამის მსგავსად, შეგიძლია, შენს სახლში, შენი გულის პატარა ტაძარში იგემო ლოცვა მადლის წყაროსაგან; მაგრამ საჭიროა, რომ დროდადრო მოდიოდე, რათა იგემო მადლის წყარო ღვთის ტაძარში, სადაც იგი განსაკუთრებით ცოცხალი და მაცოცხლებელია, როგორც წყაროს წყალი და უხვი, როგორც მდინარე.

* * *

გუნდრუკი მოგაქვს, მაგრამ ლოცვა – არა; სანთელს ანთებ, მაგრამ სულით არ იწვი!

* * *

შესაძლოა, ტაძარშიც შეიტანო შენი სახლი – ფიქრები საყოფაცხოვრებო საზრუნავზე; შესაძლოა, სახლშიც შეიტანო ტაძარი – მოგონებები წმიდა საგალობლებისა და განმსწავლელი საკითხავების შესახებ!

* * *

როცა შეგვიძლია, ნუ დავტოვებთ საკუთარ თავს ტაძრის გარეშე, არამედ მისი თან ტარებაც ვისწავლოთ.

* * *

უფრთხილდით, რათა საქმით არ შეურაცხყოთ ღმერთი, რომელსაც ტაძარში სიტყვით ადიდებდით.

* * *

ხელით შექმნილი ტაძარი ვერ განაბრწყინებს და აცხონებს იმას, ვინც თავის მხრივ არ მოღვაწეობს, რათა ცოცხალი ღმერთის ეკლესიას შეუერთდეს.

* * *

რა სარგებელი აქვს ხელოვნების სკოლაში სიარულს, თუ არ ისწავლი?“ – თქვა ამბა პიმენმა, როდესაც ადამიანების ტაძარში უკრძალველ და ღვთის უშიშარ დგომაზე საუბრობდა.

* * *

თუ მეფის სახლში მიხვალ, შიშობ და ზრუნავ, რომ ადგილისთვის შეუსაბამო რამე არ ჩაიდინო; მაშ, როგორი მოკრძალებით უნდა შედიოდე ზეციური მეფის სახლში! თუ მეფის სახლში შიშით იყავი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ გხედავდა, და შესაძლოა, სახლში არც იყო; მაშ, როგორი შიშით უნდა წარსდგე ღვთის სახლში, სადაც ყველგანმყოფი ყოველთვის იმყოფება და სადაც ყოვლისმხედველი განუწყვეტლივ გხედავს!

* * *

ლოცვის სახლიდან მოიტანე ლოცვის სული და მისით შენს სახლშიც განაბრწყინე შენი პატარა საიდუმლო ტაძარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი