რელიგია

სულიერი ცხოვრების შესახებ

№51

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 26.12, 2020 წელი

სულიერი ცხოვრება
დაკოპირებულია

ერთი ჩემი ნაცნობი მონაზონი ჯგუფთან ერთად ექსკურსიაზე გაემგზავრა. იქ მყოფ ერთ ადამიანს ღმერთის საერთოდ არ სწამდა. ის იმიტომ წაიყვანეს, რომ ვიღაცის ნაცნობი იყო, თუმცა კი ურწმუნოება თავად აღიარა. 

როცა სხვები ერთმანეთში საუბრობდნენ, მონაზონი ურწმუნო ადამიანთან მივიდა და თავისებურად გამოარკვია მისი ურწმუნოების მიზეზები ისე, რომ სხვებს ეს არ შეუმჩნევიათ. მაგრამ ის კაცი მიხვდა, შეიცვალა და ყველაფერი ზეციური ცისარტყელასავით ეჩვენებოდა. მონაზვნის წყალობით ამ ადამიანმა ღმერთი იწამა.

◽◽◽

ხშირად ადამიანს ერთ-ორ სულიერ სიტყვას ვეტყვით და ის იცვლება. მაშინ ვამბობთ: „ოჰო! ადამიანი გადავარჩინე!“ დარწმუნებული ვარ, ჩვენ რომ არც ვყოფილიყავით, იმ კეთილგანწყობილი ადამიანის მოქცევას შეძლებდა დათვიც, მელიაც და სხვა ნებისმიერიც. ცრუ მოციქულობას უნდა ვუფრთხილდეთ.

◽◽◽

ბერმა მამა ტიხონზე თქვა: ამ მოხუცმა თავისი ცხოვრება უბრალო გახადა. მას დიასახლისი არ ჰყავდა. თავისუფალი იყო ნებისმიერი უხერხულობისგან, რამეთუ ის, რასაც დღეს კეთილმოწყობილს ვუწოდებთ, სინამდვილეში – უხერხულობაა. კეთილმოწყობა ისაა, როდესაც შენს ცხოვრებას გაიუბრალოებ და მხოლოდ აუცილებლით შემოიფარგლები. მაშინ ადამიანი თავისუფლდება.

◽◽◽

არ უნდა დაიჟინო, რომ მეორე ადამიანმა სულიერი ბრძოლა გამართოს. ვერაფერს მიაღწევ, თუ ის ასე განწყობილი არ არის. ამ შემთხვევაში ისე ხდება, როგორც საკვებთან დაკავშირებით: თუ ვინმეს ჭამა არ სურს, ჩვენ კი მას ვაიძულებთ, ის აღებინებს.

◽◽◽

ახლა სამყაროს კარგი მღვდლები სჭირდება. დღეს კარგი მოძღვარი ცოტაა და ის მცირედნიც, როცა მათთან უამრავი ადამიანი მიდის, თავის საქმეს ნაჩქარევად ასრულებს. როგორც კარგი ქირურგი, რომელიც ბევრ ოპერაციას აკეთებს და ბოლოს და ბოლოს, დაღლილობისგან აუცილებლის გაკეთება აღარ ძალუძს. კარგი მოძღვრები რომ იყვნენ, ამდენი ფსიქიატრი არ იქნებოდა.

◽◽◽

კითხვაზე, როგორი წესებით უნდა იხელმძღვანელოს მოძღვარმა აღსარებაზე, ბერმა მიუგო: „მოძღვარი თითოეულ ადამიანს ცალკე აღებულს უნდა ხედავდეს და შესაბამისად მოქმედებდეს. ჩემთვის მოძღვარი, რომელიც წესს ისე აღასრულებს, რომ ყოველ შემთხვევას ცალკე არ გამოიძიებს, უბრალოდ, დამნაშავეა“.
სქემმონოზონ პაისი ათონელის ცხოვრება და მოღვაწეობა

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი