რელიგია

სხეულის მორთვა და მოკაზმვა

№4

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 03.02, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

თქვენ, ვინც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავთ, თქვენ, ვინც ფერუმარილით იკაზმავთ სახეს, გაიხსენეთ, თქვენი გულისთვის რა დაემართა იესო ქრისტეს სახეს და დაკმაყოფილდით იმ გარეგნობით, როგორითაც ღმერთმა შეგქმნათ!

* * *

კაცობრიობის სამარცხვინოდ, მოხუცებიც კი არიან ისეთები, რომლებიც გულმოდგინედ იღებავენ სახესა და თმებს, რადგან რცხვენიათ თავიანთი ჭაღარის – ამ ბუნებრივი სითეთრის, რომელიც უფალს მიამსგავსებს მათ – „თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა თოვლი“.

* * *

სხეულის მორთვა სულის დაღუპვაა.

* * *

არ შეიძლება ერთდროულად რთავდე სულსაც და სხეულსაც.

* * *

ოქროსა და ძვირფას ქვებს შეუძლიათ, მორთონ სხეული, მაგრამ ისინი ვერ გაამდიდრებენ სულს.

* * *

ქალებს ჰგონიათ, რომ ფართო და გრძელი კაბები ვიწრო და მოკლე შემეცნებისთვისაა განკუთვნილი.

* * *

სულის მშვენიერება ისეთი თვისებაა, რომ სიბერეშიც მრავალი მოყვარული ჰყავს, ვინაიდან არასდროს ჭკნება და ყოველთვის ყვავის.

* * *

ნუ იამაყებ გარეგნული სილამაზით. ხორციელი სილამაზე სულიერების გარეშე, სილამაზე კი არა სიმახინჯეა!

* * *

რას ნიშნავს ეს სიამაყე, რომლითაც ძვირფასი ტანსაცმლით მოსილი ადამიანი ძონძებში გამოხვეულ სიღარიბეს ძლივს მიიჩნევს შეხედვის ღირსად? განა ეს იმის მსგავსი არ იქნებოდა, რომ ავადმყოფს თავისი მრავალრიცხოვანი ჭრილობებისა და სახვევების სილამაზით ეამპარტავნა ან მონას, რომელიც იძულებულია, ბორკილები ატაროს, მრავალგვარი ორნამენტით და სხვადასხვაგვარი ხელოვნებით დამუშავებული ბორკილი ენატრა?

* * *

მოდას აყოლილი და „ფრანტი“ ან საკუთარ თავზე შეყვარებულია, ანუ სულელია, ან სურს, რომ სხვებს უყვარდეთ და მაშინ ის გარყვნილია.

* * *

როცა დილით ტანისამოსს იცვამ, გაიხსენე ჩვენი წინაპრის პირველი ცოდვა, რომელმაც შეგმოსა ის. როცა საღამოს იმავე ტანსაცმელს იხდი, აზრებით მომავალ მკვდრეთით აღდგომას მიეახლე, როცა კვლავ არანაირი სამოსელი არ იქნება საჭირო!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი