რელიგია

სიტყვა და საქმე

№51

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 30.12, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

მოიქეცი ისე, რომ საქმემ სიტყვის მაგივრობა აღასრულოს და ილაპარაკე ისე, რომ სიტყვა საქმის ნაცვლად იყოს!

***

თუ ერთიანდება სიტყვა და ცხოვრება (საქმე), მაშინ ის შეადგენს სიბრძნისმოყვარეობის მთელ სილამაზეს.

***

ვაი მას, ვინც გულისხმაჰყოფს ჭეშმარიტებას და ასწავლის მას სხვებს, თავად კი უგულებელყოფს მას!

***

ნეტარი ხარ, როდესაც საქმით ქადაგებ სათნოებას და თუკი, ჩვეულებრივ, ლაპარაკობ სათნოებაზე, საქმით კი მის საწინააღმდეგოს აკეთებ, მაშინ ის ვერ გიშველის!

***

ადამიანი, რომელიც სხვებს ასწავლის, თავად კი არ აღასრულებს იმას, რასაც ასწავლის, ჰგავს წყაროს, რომელიც ასმევს და წმენდს ყველას, თავის გაწმენდა კი არ შეუძლია, არამედ, მთელი იმ ნაგვითა და სიბინძურით სავსე რჩება, რომელიც მასში მოხვდება.

***

ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ სიტყვა, მაგრამ არ გააჩნია საქმე, ხის მსგავსია, რომელსაც ფოთლები აქვს, მაგრამ ნაყოფი — არა.

***

ნაყოფით დახუნძლული ხე მწვანე ფოთლებითაც ირთვება: ასევეა სულიერი, დამრიგებლური სიტყვაც: იგი თავისთავად გამოედინება ადამიანისგან, რომელსაც აქვს კეთილი საქმეები.


***

გადავსებული ჭურჭლიდან იღვრება წყალი, გულის გადაჭარბებულ მგრძნობელობას კი უნებურად მეტყველებენ ბაგეები.

***

მქადაგებელნი და მასწავლებელნი, რომლებიც ჭეშმარიტებისა და ცხონების ოდენ სიტყვიერი ქადაგებით კმაყოფილდებიან, ფილარეტ მოსკოველის თქმით: „არც ისე კარგად ცხოვრობენ, როგორც ასწავლიან“, — განა იმ ბოძებს არ ჰგვანან, რომლებიც გზას აჩვენებენ, მაგრამ თავად ადგილიდან არც იძვრიან?

***

ნუ იქნები გზაზე მდგარი სვეტი, რომელიც ქალაქის გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდანაც არ იძვრის: არამედ იყავი წინამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი