რელიგია

სიღარიბის განსაცდელი

№52

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 06.01, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ნუ დაძრახავ სიღატაკეს, როდესაც სხვებთან შეხვდები მას; ნუ შეგეშინდება მისი, თუ იგი შენთან მოსვლას დააპირებს; ნუ შეგრცხვება მისი, თუ ის უკვე შენთანაა!

***

ცუდი ის კი არ არის, რომ ღარიბი იყო, არამედ უკმაყოფილება ამ სიღარიბით და წუწუნი მასზე, როგორც შენს მტერზე; ცუდია, თუ მდიდრებისა შეგშურდება და სიმდიდრეს მოისურვებ!

***

ნუ ცდუნდები, თუ ვინმეს სიმდიდრეს, ფუფუნებასა და დიდებულებას დაინახავ, რამეთუ სიკვდილის შემდეგ თან ვერავინ ვერაფერს წაიღებს. სად არის ახლა სოლომონის სიმდიდრე, ფუფუნება და დიდება?

***

როდესაც სიმდიდრეს, დიდებას ან საერო ხელისუფლებას ხედავ, იფიქრე იმაზე, რაც მათში ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ!

***

ნუ შეგშურდება მდიდრის და ნუ წუხხარ, რომ სიმდიდრე არ გაქვს, რადგან ის სულაც არ არის ჭეშმარიტი ბედნიერებისა და კმაყოფილების ნიშანი. „ოქროს მდინარესაც მოჰყვება მწარე ცრემლები“, — თქვა ერთმა პოეტმა.

***

მხოლოდ მდიდრები კი არ მხიარულობენ და ღარიბებს სიამოვნებანი აკლიათ. ისინიც მხიარულობენ და როგორც ჩანს, უფრო ხშირად და სრულად, ვიდრე — მდიდრები.

***

ზოგიერთი მდიდარია, მაგრამ მწუხარებაშია; მეორე კი ღარიბია, მაგრამ — მხიარული. „ძალიან ნაკლები განსხვავებაა, ოქროს ფიალიდან ვსვამ თუ თიხისა“, — თქვა ერთმა ბრძენმა.

***

ქოხი, რომელშიც სიხარული და მხიარულება სახლობს, უმდიდრეს სასახლეებს სჯობს, რომლებშიც ტირიან და წუწუნებენ.

***

მიწიერი ბედნიერება მიწიერი სიკეთეების მოპოვებაში კი არ გამოიხატება, არამედ — სულის სიმშვიდესა და კმაყოფილებაში, რომელიც, უმეტესწილად, მიუღწეველია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიწიერი მადლით არიან აღვსილნი.

***

სიმდიდრის ქონა სულაც არ ნიშნავს სიმშვიდესა და კმაყოფილებას და იმას, რომ აღარაფერი გინდოდეს. „შენ მწუხარებ, — ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, — როდესაც მდიდარს ხედავ, ის კი თავისზე მდიდრის დანახვაზე შენზე მეტად წუხს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი