რელიგია

საკუთარ თავზე გამარჯვება

№10

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 17.03, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

არავინაა იმაზე გამარჯვებული ამქვეყნად, ვიდრე ის, ვინც თავად იმარჯვებს და ბატონობს საკუთარ ვნებებზე.

* * *

თუ მშვენიერია მტერზე გამარჯვება და მისი ძლევა, უფრო მეტად მშვენიერია გამარჯვება საკუთარ თავზე.

* * *

ბრძენთ აკვირვებთ ხალხის მძლეველები, მაგრამ საკუთარ თავზე გამარჯვებას მტრის ძლევაზე უძნელესად მიიჩნევენ.

* * *

გაცილებით იოლია, მოიპოვო გამარჯვება გარეგან მტერზე, ვიდრე – დაძლიო საკუთარი თავი!

* * *

ადამიანს ისე არავისი არ უნდა ეშინოდეს, როგორც საკუთარი თავის. ხშირად ისინი, ვისაც ძლიერ მტანჯველთა დევნა არ აბრკოლებდა რწმენაში, საკუთარი თავისგანვე იმუსრებოდნენ. გარეგან მტერზე გამარჯვების შემდეგ, როდესაც სისულელეს ჩავიდენთ, საკუთარ თავთან ვჩხუბობთ; უმჯობესი არ იქნებოდა, არ ვაკეთოთ სისულელე და არ მივცეთ საშუალება ჩვენს ვნებებს, ეჩხუბოს გონებას, რომელიც სულელურ საქციელში ხელს გვიშლიდა?!

* * *

ვერ დაიმკვიდრებ ცათა სასუფეველს, თუ არ გახდები მეუფე საკუთარი ავხორცობისა და ზრახვებისა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი