რელიგია

პირფერობისა და პირმოთნეობის შესახებ

№7

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 24.02, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

არაფერი ისე სწრაფად და ადვილად არ დაგაზიანებს, როგორც პირფერობა.

* * *

არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა.

* * *

პირფერი ადამიანი ყოველგვარ მხეცზე საშინელია. ცხოველი ისეთს გიჩვენებს საკუთარ თავს, როგორიც არის სინამდვილეში, პირფერი ადამიანი კი ხშირად თავმდაბლობისა და სათნოების ნიღაბქვეშ მალავს თავის შხამს, ასე რომ, ძალზე ძნელია, ამოიცნო და ფრთხილად იყო მის ვერაგობასთან.

* * *

ვინც გეპირფერება, ის აშკარა მტერზე საშიშია შენთვის.

* * *

პირფერი ადამიანი იოაბს ჰგავს, რომელსაც ამესიას მკვლელობის განზრახვა ედო გულში (2 მეფეთა 20, 9-10); ეს არის იუდა, რომელმაც ამბორით გასცა ძე კაცისა.

* * *

ვინმეს გულწრფელ შექებასაც კი ერიდე, რადგან თავმდაბალ ადამიანს ის არ უყვარს, ამპარტავანი კი კიდევ უფრო ქედმაღალი ხდება.

* * *

არის სამყაროში რაღაც ისეთი, რასაც არ შეიძლება, ეწოდოს პირფერობა, მაგრამ მას ჰგავს: ეს თავაზიანობაა.

* * *

როდესაც პირფერები ჩვენს ქებას იწყებენ, გავიხსენოთ ჩვენი ყველა უკანონო ქმედება და ისე დავუჯეროთ პირფერობის ცრუ ხმას. მაშინ მშვენიერი პიროვნება, რომლის მორგებასაც ცდილობენ ჩვენზე, ჩვენს დამახინჯებულ სახეს აღარ მიესადაგება.

* * *

ზოგიერთი მზად არის, მთელ კაცობრიობას ძმასავით ჩაეხუტოს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვით, საქმით კი ძმასაც არ მოეხვევა.

* * *

დაუკვირდით, რომ უპატიოსნო ადამიანი განუწყვეტლივ საუბრობს პატიოსნებაზე. ნუ ენდობდით იმას, ვინც ზედმეტად აქებს პატიოსნებასა და გულუხვობას და ნუ დაეძებთ დაცვას იმისაგან, ვინც უდროოდ და ყველგან მამაცობაზე საუბრობს!

* * *

უმჯობესია, კარგი იყო და სხვის თვალში ცუდად დარჩე, ვიდრე კეთილი სახელი გქონდეს და ადამიანთათვის დარჩე მატყუარა კუბოდ, რომელიც სავსეა გახრწნილი ცხედრების სიმყრალით, გარედან კი თეთრად ბრწყინავს და თვალისათვის სასიამოვნო ფერები აქვს

* * *

ჩვენს, ადამიანებს შორისაც არ არის იმდენად საძაგელი ის, ვინც სიყვარულსა და პატივისცემას არ გვიჩვენებს, რამდენადაც ის, ვინც საძულვილს სიყვარულს უჩვენებს, ანდა, საძაგელს საპატიოსავით ექცევა; ასევე, განა არ იქნება, საძაგელი ყოვლისმჭვრეტელი ღვთის წინაშე ის, ვინც სათნოებისა და სიწმინდის წინაშე მხოლოდ გარეგნულად გამოხატავს მოკრძალებას, რაც გულში არა აქვს?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი