პატივი და პატივმოყვარეობა
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 25.11, 2022 წელი

წუთისოფლის სიამოვნებები და პატივი მეტად ფუჭი და ამაოა. ისინი კი, ვინც მათ ეძიებენ, უფრო ფუჭნი არიან.
***
პატივის ღირსი არაა, ვინც პატივს ეძებს.
***
პატივი იმას გაურბის, ვინც მას საკუთარი თავისთვის ეძებს.
***
ღირსეული ადამიანები კიდევ მეტ ღირსებას ანიჭებენ თავს. როცა ღირსებაზე უარს ამბობენ.
***
მხოლოდ ის პატივი შეიძლება იწოდოს ჭეშმარიტად, რომლითაც უფალი ოდესმე დააჯილდოებს თავის რჩეულებს.
***
როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე პატივმოყვარეობა ხრავს ადამიანის გულს.
***
თვითონ პატივმოყვარე სხვებში პატივმოყვარეობას ვერ იტანს.
***
ფუფუნებისმოყვარე ადამიანი ადვილად უამხანაგდება ფუფუნებისმოყვარეს; ანგარი კაცი, თუ ანგარს არ თანაეზიარება, გაურბის მას; მაგრამ პატივმოყვარე პატივმოყვარე ადამიანის დამცირებასა და შემუსვრას ცდილობს და სიმშვიდეს არავის აძლევს. ვინაიდან მისი საბოლოო მიზანია, ყველა მის ფერხთით განერთხას!
***
უგუნური კაცისთვის პატივი იგივეა, რაც ხმალი, რომლითაც თავსაც იკლავს და სხვებსაც ხოცავს!
***
ადამიანები, რომლებიც პატიოსნებას აფასებენ, ზოგჯერ ისეთ საქმეს აკეთებენ, რასაც პატიოსნება მეტად აფასებს.
***
ჭეშმარიტად პატიოსანი კაცი ხმლით ხელში კი არ იცავს თავს, არამედ უბიწო ცხოვრებით. უპატიოსნო ადამიანი კი საკუთარ თავს თავისივე სისხლითაც ვერ განბანს, თუკი არ გამოსწორდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან