რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№19

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 20.05, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ უნდა დაკრძალოს მართლმადიდებელმა გარდაცვლილი, რომელიც ქრისტიანი არ იყო?

პასუხი: გაპატიოსნება და დაკრძალვა ყველა მიცვალებულს სჭირდება. საეკლესიო წესის აგება და ღვთისმსახურება კი მხოლოდ გარდაცვლილი მართლმადიდებლისთვის უნდა შესრულდეს. ღვთისმსახური მას უფლის სახელით შეუნდობს და შენდობის ლოცვას უკითხავს: „რაოდენი სცოდე სოფელსა ამას, ნებსით თუ უნებლიეთ, მოგიტევოს ღმერთმან ყოველნი შეცოდებანნი შენნი, ნებითა ღვთისმშობლისათა და ყოველთა წმიდანთასა მისთა“. ეს ლოცვა გარდაცვლილს იმქვეყნიურ ცხოვრებაში გადასვლაში ეხმარება. საერო ტრადიციით, მიცვალებულის წინაშე გულში შენდობას ამბობენ. ერისკაცნიც. ეს იმიტომ ხდება, რომ აქ დარჩენილი ადამიანი არ დაამძიმოს ცოდვამ, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის მიმართ ან ამ უკანასკნელის მხრიდან იყო ჩადენილი.

კითხვა: სამწუხაროდ, გარდაგვეცვალა მცირეწლოვანი ახლო ნათესავი, რომელიც მოუნათლავი იყო. მოძღვარმა გარდაცვლილი არ მონათლა. რა შეგვიძლია, ახლობლებმა გავაკეთოთ პატარას სულის საცხოვნებლად?

პასუხი: ცხადია, გარდაცვლილ ბავშვს მოძღვარი არ მონათლავდა. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, გააკეთოთ უნათლავად აღსრულებული ყრმისთვის, ეს გახლავთ მის სახელზე მოწყალების გაღება. დანარჩენი მიანდეთ ყოვლისშემძლე უფალს.

კითხვა: გარდამეცვალა მეუღლე. მისი გარდაცვალების შემდეგ შევიტყვე, რომ თურმე, მღალატობდა. ძალიან განვიცდი. მიჭირს ამის პატიება და მის საფლავზეც აღარ მინდა მისვლა. ეს ცოდვად მეთვლება?

პასუხი: თქვენი გარდაცვლილი მეუღლის მიწიერი, ცხოვრებისეული ცოდვები ღმერთისა და იმ ადამიანის საიდუმლოა. თქვენ ხომ არ იცით, მოინანია თუ არა თქვენმა მეუღლემ ცოდვები სიკვდილამდე. თქვენი ვალია, იზრუნოთ მის სულზე – საფლავიც მოუწესრიგოთ და მისი სულის მოსახსენიებლად პანაშვიდიც გადაუხადოთ.

კითხვა: რატომ არის დაწესებული მარხვები ოთხშაბათსა და პარასკევს?

პასუხი: ორშაბათსა და პარასკევს მარხვა დაწესდა იმიტომ, რომ ოთხშაბათს გასცეს მაცხოვარი, პარასკევს კი – ჯვარს აცვეს. სწორედ ამიტომ ეს დღეები გლოვის დღეებია ყოველი ქრისტიანისთვის და მარხვით აღინიშნება.

კითხვა: ჩემი და ორსულადაა და დაჟინებით სურს, ბავშვი საკეისრო ოპერაციით გააჩინოს. რამდენად მისაღებია ასეთი ოპერაციული ჩარევა ეკლესიურად?

პასუხი: ოპერატიული ჩარევა ეკლესიურად მიუღებელი არ არის, თუმცა, მანამდე უნდა გაირკვეს, ასეთი ჩარევა უსაფუძვლო შიშის გამოა გამოწვეული თუ პათოლოგიური ჩვენებებით. თუ არაფერი უშლის ხელს, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ბავშვი ფიზიოლოგიური მშობიარობის გზით დაიბადოს. ასე დააწესა უფალმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი