რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№18

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 13.05, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რატომ უჭირს ადამიანს ხშირად ლოცვა? რა ძალები მოქმედებენ მასზე მაცდუნებლად ლოცვის დროს?

პასუხი: ამის პასუხად გეტყვით წმიდა მამა იოანე კრონშტადტელის სიტყვებს: ლოცვის დროს და მის გარეშეც უსხეულო მტრები შთააგონებენ ადამიანს ბილწ, ვერაგ, საგმობელ აზრებს; სულს და სხეულს მცონარობისთვის განაწყობენ, მოჰგვრიან თვლემას, მთქნარებას, აიძულებენ, შეღავათი მისცენ სხეულს უდროო დროს ჩამოჯდომით, კედელზე მიყუდებით და ასე შემდეგ. ისინი შთააგონებენ ზიზღს და უკადრისობას ყოველივეს მიმართ ან მოჰგვრიან ადამიანს სხვა ადამიანთა შიშს.

კითხვა: შეიძლება თუ არა ლოცვის შემოკლება?

პასუხი: ლოცვის კანონის აღსრულების დამაბრკოლებელი ვითარებანი ბევრნაირია: უძლურება, ფიზიკური გადაღლილობა, შემთხვევითი სტუმარი, მგზავრობის უხერხულობა და სხვა, რასაც უნდა გაეწიოს ანგარიში. ასეთ შემთხვევებში შეიძლება, შეგნებულად შეიკვეცოს ლოცვის კანონი. თუმცა, ადამიანი უნდა უფრთხოდეს საკუთარი თავისთვის შეღავათის გაკეთებას, რათა შემდგომ ამან არ გამოიწვიოს სინდისის ქენჯნა, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და არ გავაკეთეთ.

კითხვა: როგორი ლოცვა ესათნოება უფალს?

პასუხი: როდესაც ლოცულობ, მხოლოდ კი არ უნდა ითხოვდე: „უფალო, შემეწიე, უფალო შემიწყალე!“, არამედ განუწყვეტლივ უნდა ჰმადლობდე და ადიდებდე უფალს, მაშინ გექნება სულის მშვიდობა.

კითხვა: ისე მივეჩვიე ლოცვას, თითქმის გამუდმებით ვლოცულობ – ეკლესიაში, სახლში, სამსახურში, მგზავრობის დროს, სტუმრად ყოფნისას. ხომ არ ვცოდავ ამით? იქნებ, ეს არის უფლის სახელის „ამაოსა ზედა“ ხსენების ტოლფასი?

პასუხი: ლოცვის მოთხოვნილება ადამიანს შეიძლება, რაიმე განსაკუთრებული საბაბის გარეშეც იოლად გაუჩნდეს. რა სახითაც და ზომითაც არ უნდა გამოვლინდეს ლოცვის მოთხოვნილება, არასოდეს დატოვოთ ის დაუკმაყოფილებელი, მაშინვე უნდა ილოცოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ილოცოთ ხატების წინაშე.

კითხვა: როდესაც გარდაცვლილთათვის ვლოცულობ და მათ სახელებს ჩამოვთვლი, სულ ვნერვიულობ, რომ ვინმეს სახელი არ გამომრჩეს. შეიძლება, რომ მოვიხსენიო მხოლოდ ძალიან ახლობელი გარდაცვლილების სახელები და დანარჩენებზე ვთქვა: „ყველა ჩემი გარდაცვლილი ნათესავი და ახლობელი“.

პასუხი: მოხსენიება ხდება სახელებითაც და კრებითადაც – თქვენი სურვილის მიხედვით. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველასთვის ლოცვა არ შეიძლება. უნდა იცოდეთ, როგორი იყო იმ გარდაცვლილი ადამიანის დამოკიდებულება სარწმუნოების მიმართ, მოერიდეთ ლოცვას ურწმუნოთათვის, ვინც, მით უმეტეს, არ არის თქვენი ძალიან ახლობელი.

კითხვა: ძალიან მაწუხებს სახსრები და ლოცვის დროს მეტანიის შესრულება (მუხლმოყრა) მიჭირს. ეს ცოდვაში ხომ არ ჩამეთვლება?

პასუხი: უფალი არ ითხოვს ადამიანისგან მისი ძალების გადაჭარბებულად დაძაბვას, ასე რომ, მუხლმოყრა შეასრულეთ თქვენი ჯანმრთელობიდან გამომდინარე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი