რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№4

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.02, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ უნდა ტრაპეზობდეს (საკვებს მიირთმევდეს) ქრისტიანი?

პასუხი: ტრაპეზობის დროს წარმოიდგინეთ უფალი ჩვენი, რომელიც ხელს გვიწვდის, რომ დაგვაპუროს. ქრისტიანმა არ უნდა დაივიწყოს ლოცვა სადილის წინ და როდესაც ტრაპეზობს, უნდა წარმოიდგინოს, რომ მასთან ერთად არის უფალი. არ დაგავიწყდეთ, რომ ღარიბსაც უწილადოთ მცირედი, ხოლო, როდესაც ისადილებთ, მთელი გულით მადლობა შესწირეთ ღმერთს, რომელმაც დაგაპურათ. ევედრეთ მას, რომ არ მოგაკლოთ საზრდო როგორც ხორციელი, ასევე სულიერი.

კითხვა: როგორ უნდა აღვნიშნოთ საეკლესიო დღესასწაულები?

პასუხი: საეკლესიო დღესასწაულები უნდა აღვნიშნოთ განწმენდილი სულითა და სუფთა სინდისით, უნდა მივიდეთ ეკლესიაში და შევუკვეთოთ სამადლობელი პარაკლისი. იყავით მშვიდი, მიმტევებელი და გააკეთეთ ბევრი სიკეთე; გაეცით მოწყალება, ვისაც ეს სჭირდება; თქვით აღსარება და ეზიარეთ დღესასწაულზე. ასე მეტი მადლი გადმოვა თქვენზე.

კითხვა: თუ გულით არ ვნანობ ცოდვას, მომიტევებს უფალი?

პასუხი: უფლის უდიდესი სიკეთის მიუხედავად, თუ ადამიანი გულწრფელად არ ნანობს ჩადენილს, უფალი ვერ მიუტევებს. მიტევება დამყარებულია ადამიანის გულწრფელ სინანულზე.

კითხვა: როგორ უნდა შევიცნოთ ადამიანი?

პასუხი: როგორც ყოველი ხე შეიცნობა თავისი ნაყოფით, ასევე, კეთილი და კარგი ადამიანი იცნობა მისი საქმეებით.

კითხვა: მწამს უფალს, ეკლესიაშიც დავდივარ, შეძლებისდაგვარად ლოცვებსაც ვესწრები, მაგრამ არ ვიცავ მარხვებს. ეს ცოდვაში მეთვლება?

პასუხი: თუ ადამიანი მორწმუნედ მიიჩნევს თავს, სურს იცხოვროს ეკლესიურად და ჯანმრთელობაც ხელს უწყობს, მან აუცილებლად უნდა დაიცვას მარხვა, უნდა თქვას აღსარება და ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამის გარეშე ქრისტიანი ვერ იქნებით!

კითხვა: ძალიან მგრძნობიარე ვარ და უცებ მწყინს ყველაფერი. ეს ჩემდა უნებურად ხდება. შემდეგ წყენას გულში ვინახავ, რაც ტრავმას მაყენებს და მიჭირს იმ ადამიანთან ურთიერთობა. როგორ გავთავისუფლდე ამისგან?

პასუხი: უფალს არ ესათნოება ქედმაღალი და ბოროტი მეხსიერების ადამიანები, ბევრი ქრისტიანული ღირსებით რომ იყოს პიროვნება შემკული და ბოროტი მეხსიერება ჰქონდეს, მისი ყოველი სიკეთე უნაყოფოა, თქვენ ამპარტავნების ცოდვაში იგდებთ თავს და ეს გამძიმებთ. მიუტევეთ უფლის სახელით და დამშვიდდებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი