რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№2

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 21.01, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: მუხლმოდრეკით ლოცვაა უკეთესი თუ ფეხზე დგომით?

პასუხი: როდესაც ცოდვილნი მუხლმოდრეკით ლოცულობენ, მაშინ უფრო მეტად აღძრავენ ღმერთს მოწყალებისთვის, ვიდრე მაშინ, როცა ფეხზე დგომით ლოცულობენ.

კითხვა: რის ცოდნაა ყველაზე აუცილებელი და სასარგებლო?

პასუხი: შეიცნო საკუთარი თავი (საკუთარი უძლურებანი, ნაკლოვანებები, ჩვევები), ყველაზე რთული და ყველაზე სასარგებლოა.

კითხვა: ვის მიმართ უნდა ამჟღავნებდეს ქრისტიანი განსაკუთრებულ სიყვარულს?

პასუხი: ქრისტიანს უნდა უყვარდეს ყველა ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებულ სიყვარულს უნდა ამჟღავნებდეს ჭირვეულთა, ვნებულთა და ღატაკთა მიმართ.

კითხვა: რომელ ცოდვას უნდა ვებრძოლოთ ყველაზე მეტად?

პასუხი: იმის საწინააღმდეგოდ შეიარაღდით და ებრძოლეთ განსაკუთრებულად, რომელი ჩვევაც ქცევად გექცათ და გაბატონდა თქვენზე.

კითხვა: რა ბადებს სიმდაბლეს?

პასუხი: სიმდაბლეს ბადებს ღვაწლი ღმრთის გულისთვის, შეჭირვება თავისა ყველაფერში და დუმილი. ხოლო, სიმდაბლე გამოითხოვს შენდობას ყველა შეცოდებისთვის.

კითხვა: აუცილებლად ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს გასაჭირი?

პასუხი: ყოველმა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ჭირი და მწუხარება. ის გვეგზავნება ბოროტის განდევნისთვის, განსწავლისთვის, განწმენდისთვის ადრინდელ ცოდვათაგან ან დიდებისთვის მომავალ ცხოვრებაში.

კითხვა: როდის უნდა ვილოცოთ საკუთარი სიტყვებით?

პასუხი: საკუთარი სიტყვებით ლოცვა დაშვებულია ტაძრის გარეთ. ღვთისმსახურების დროს საკუთარი სიტყვებით ლოცვას არ გირჩევთ. უნდა ისმინოთ იმის, რაც იკითხება.

კითხვა: როგორ გავიგოთ, რომელი სიზმარია ღვთისგან და რომელი - ეშმაკისგან?

პასუხი: სიზმრები, რომლებიც აღძრავს სიამაყეს ან სასოწარკვეთილებას, მტრისგანაა. სიზმრები ღვთისგან ლმობიერჰყოფს გულს, სიმდაბლეს ჰმატებს ადამიანს და განუმტკიცებს მას იმედს ღმრთისადმი.

კითხვა: რით მოიძიება ღმრთის სასუფეველი?

პასუხი: ღმრთის სასუფეველი მოიძიება რწმენით, მორჩილებით, ლოცვით, ჭირთა თმენით, საკუთარი თავისადმი თვალყურის დევნებით, თავის გაკიცხვითა და მუდმივი სინანულით.

კითხვა: რა არის მორწმუნესთვის მთავარი?

პასუხი: მორწმუნესთვის მთავარია, განადიდოს ღმერთის სახელი აქ, მიწაზე, მოუტანოს სარგებელი მოყვასს და ღირსი გახდეს ცათა სასუფევლისა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი