რელიგია

მოძღვარი გვირჩევს:

№1

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 14.01, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ვიცი, რომ ტყუილი ცოდვაა, მაგრამ ჩემს საყვარელ ადამიანს სიმართლეს ვუმალავ, რადგან ამას საშინელი შედეგი მოჰყვება. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე ამ სიტუაციაში?

პასუხი: თუ ზუსტად იცით, რომ სიმართლე სხვას ზიანს მოუტანს, მართლაც უნდა მოერიდოთ მის გამხელას. სიმართლემ ადამიანს სიკეთე უნდა მოუტანოს და არა - ავნოს. ხოლო ის, რომ საზიანო სიმართლეს არ ამხელთ, მოტყუებას არ ნიშნავს. ეს დუმილი ხომ მოყვასის სიყვარულითა და მასზე ზრუნვითაა განპირობებული. ხოლო, ეს დუმილი თუ გამძიმებთ, გაესაუბრეთ თქვენს მოძღვარს და ილოცეთ თქვენი ახლობლებისთვის.

კითხვა: როგორ უნდა გავიგო „გიყვარდეს მტერი შენი“?

პასუხი: მტრისადმი სიყვარულს იმით ვავლენთ, რომ: 1. წრფელი გულით ვაპატიებთ მათ; 2. გაჭირვებაში ვეხმარებით; 3. ვლოცულობთ მათთვის.

კითხვა: რით დასტურდება, რომ უფალი ჩვენს ჩანაფიქრებს ხედავს?

პასუხი: ის, რომ უფალმა ყველაფერი იცის, ჩვენივე სინდისით დასტურდება. როცა კეთილ საქმეს ვაკეთებთ - სიმშვიდე და სიხარული გვეუფლება. უკეთურების ჩადენისას კი, მოვიწყენთ ხოლმე. ვგრძნობთ სინდისის ქენჯნას.

კითხვა: როგორ უყურებს მართლმადიდებლური ეკლესია ადამიანის პირისპირ ქებას?

პასუხი: ამის პასუხად გეტყვით ერთ-ერთი მართლმადიდებელი მამის აზრს: პირში ქება იგივეა, სწრაფად მიმავალ კაცს რომ ფეხი დაუდო.

კითხვა: როდის არ შეისმენს უფალი ადამიანის ლოცვას?

პასუხი: ლოცვას ფასი არ აქვს, თუ ის გულწრფელად არ მიემართება უფლისკენ, ასევე, თუ ადამიანი უგულისყუროდ ლოცულობს. თავად მაცხოვარი ამბობს ამის შესახებ: „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან.“

კითხვა: თუ უფალმა ადამიანების ყველა ცოდვა იცის, როგორ ითმენს ამდენ ცოდვილს?

პასუხი: უფლის მოთმინება დამყარებულია ცოდვილთაგან მონანიების მოლოდინზე. პეტრე მოციქული ამბობს: „უფალი სულგრძელია თქვენ მიმართ და არ სურს, ვინმე დაიღუპოს, არამედ უნდა, რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“.

კითხვა: როგორ მოვიქცე, თუკი ჩემმა ახლობლებმა არ გაითვალისწინეს კეთილი რჩევა და მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს?

პასუხი: სრულიად არ აღელდეთ და არ გაბრაზდეთ, თუკი არ შეისმენენ თქვენს კეთილ რჩევას. ადამიანებიც ეურჩებიან უფალს, მაგრამ ის ამის გამო არ სჯის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი