რელიგია

მოძღვარი გვირჩევს:

№52

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 07.01, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მისი თანდასწრებით რომელიმე მოძღვარს განიკითხავენ?

პასუხი: როცა აძაგებენ მღვდლებს, უნდა დაიცვათ ისინი, არ უნდა თანაუგრძნოთ განმკითხველთ, უნდა გამოხატოთ თქვენი უკმაყოფილება ამ ფაქტის მიმართ. თქვენ მოძღვართა ცხოვრებისა და საქმეების გარჩევა კი არა, მათი სწავლების მიღება გევალებათ. როცა ისმენთ მამათა დარიგებებს, იყავით არა მათი მსაჯული, არამედ შემსწავლელი და გულისხმისმყოფელი მათი სიტყვებისა.

კითხვა: როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ავადმყოფობის მიმართ?

პასუხი: ავადმყოფობასაც უფალი მოგვივლენს, როგორც სხვა ყველაფერს, ამიტომ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, რაც უფლისგანაა ყველაფერი კეთილია. თუ გრძნობთ, რომ თქვენ მიგიძღვით ბრალი ამაში, დაიწყეთ სინანულით. მოინანიეთ უფლის წინაშე, რომ არ გაუფრთხილდით ღმერთის მიერ ბოძებულ ჯანმრთელობას. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ავადმყოფობა ამდაბლებს, ალბობს სულს და უმსუბუქებს ტვირთს, რომელიც ჩვეულებრივ მოიწევა ხოლმე მასზე მრავალი საზრუნავის გამო.

კითხვა: როგორ უნდა გავატაროთ მარხვის დღეები?

პასუხი: მარხვის პერიოდში უნდა გადადოთ ამქვეყნიური ამაო საზრუნავი, დაფიქრდით თქვენს ცოდვებზე და იგლოვეთ მათ გამო უფლის წინაშე. მარხვის დღეები მთლიანად უნდა შესწიროთ მოწყალების საქმეს, ავადმყოფთა მონახულებას და სხვა ბევრ კეთილ საქმეს.

კითხვა: როგორ ვებრძოლოთ ჩვენ შესახებ გავრცელებულ ცუდ ხმებს?

პასუხი: ჩვენ შესახებ გავრცელებული ცუდი ხმები უნდა სულგრძელობით მოვითმინოთ და თავი კეთილი საქმეებით „გავიმართლოთ“.

კითხვა: განსაკუთრებით რა უნდა ვითხოვოთ ლოცვებში უფლისგან?

პასუხი: უპირველესად, ილოცეთ იმისთვის, რომ განიწმინდოთ ვნებათაგან, მეორე, იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ სულიერი სიბრმავისგან, მესამე — რომ გადაურჩეთ ყოველგვარ განსაცდელს და არ მიგატოვოთ უფალმა.

კითხვა: შესაძლებელია, რომ კეთილ საქმეს მივაღწიოთ ურიგო საშუალებებით?

პასუხი: კეთილ საქმეს არ შეიძლება მიაღწიო და არც უნდა ცდილობდე, რომ ურიგო საშუალებებით მიაღწიო. ასეთი სიკეთე უფერულდება და აზრს კარგავს.

კითხვა: რომელი სათნოებებია უფლისთვის ყველაზე აღმატებული?

პასუხი: ყველაზე აღმატებული სათნოებებია: სიყვარული, სიმდაბლე და მოთმინება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი