რელიგია

მოძღვარი გვირჩევს:

№51

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 31.12, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის?

პასუხი: ქვეყნისა და ხალხისთვის უფლის მიმართ სავედრებლად უნდა წაიკითხოთ დილისა და საღამოს ლოცვები და „ფსალმუნები“. დილის ლოცვებს იმაზე გაცილებით დიდი მადლი და დატვირთვა აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ყოველდღიურ ყოფაში ჩვენ უძლურნი ვართ დავეხმაროთ და სიკეთე გავუკეთოთ ყველა იმას, ვისთვისაც ამის სურვილი გვაქვს. ამიტომ ამ ადამიანებს მოვიხსენიებთ ლოცვებში და უფალს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ვევედრებით. ყველამ უნდა ილოცოს თავისი სამშობლოსა და ხალხისთვის, ამით ქვეყანას დიდ სიკეთეს მოუტანთ.

კითხვა: მაქვს სურვილი, მოძღვარმა ჩემი ახლობლები ლოცვაში მოიხსენიოს. რა უნდა გავაკეთო ამისთვის?

პასუხი: თუ თქვენ გსურთ კონკრეტული დღის ლოცვებში ახლობლების მოხსენიება, წირვის წინ საკურთხეველში ცალკე ცოცხლების და ცალკე მიცვალებულებისთვის უნდა შეაგზავნოთ სეფისკვერი. შესაბამისად, მათი სახელებიც ცალ–ცალკე უნდა ჩამოწეროთ ფურცელზე. სასურველია, ამ ადამიანების სახელზე მოწყალებაც გაიღოთ.

კითხვა: არის თუ არა წინათგრძნობა ცოდვა?

პასუხი: წინათგრძნობის მცირე უნარი ყველა ჩვენგანს აქვს და ისიც, როგორც სხვა თანდაყოლილი შესაძლებლობები ადამიანს უფალმა უბოძა. თუმცა ჩვეულებრივ მიწიერად მცხოვრებ ადამიანს ეს უნარი ისე არ უვითარდება, რომ მასზე დაყრდნობა შეიძლებოდეს, ამიტომ წინათგრძნობას არ უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული ყურადღება, უნდა ვილოცოთ უფლის მიმართ და შეგვეწევა.

კითხვა: როგორ ვებრძოლოთ სიმთვრალის ცოდვას?

პასუხი: ამ ცოდვისა და სენის მოსაშორებლად განუწყვეტლივ უნდა ვევედროთ უფალს. განვმარტოვდეთ მარხვითა და სინანულით და დავფიქრდეთ იმაზე, თუ სიმთვრალის ცოდვაში ჩავარდნით რამხელა ტკივილს ვაყენებთ ახლობლებსა და პირველ რიგში, საკუთარ თავს. გარდა ამისა, არსებობს საგანგებო ხატი, ღვთისმშობელი მარიამის, რომელიც მემთვრალეობის სენისაგან კურნავს ადამიანებს. შეიძინეთ ეს ხატი და სთხოვეთ დახმარება და მფარველობა, რათა განიკურნოთ.

კითხვა: როგორ უყურებს მართლმადიდებლური ეკლესია მიცვალებულის კრემაციას?

პასუხი: „მიწა ხარ და მიწად იქეც“ — ეს არის ადამიანის ამქვეყნიური ყოფნის დასასრულის ბიბლიური განჩინება და საფუძველი იმისა, რომ ადამიანი მიწას მივაბაროთ, ასეთია მართლმადიდებლური წესი ოდითგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი