რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№44

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 12.11, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რომელი საქმე და ღვაწლია საჭირო ქრისტიანისთვის?

პასუხი: შევიძულოთ ყოველი ცოდვა არა მხოლოდ საქმითნი, არამედ გონებითნი და ნურც თანავუგრძნობთ მათ. დავუწესოთ ჩვენს თავს მათი საპირისპირო საქმეები, თავად თქვენ უნდა იპოვოთ ასეთი საქმეები, მთავარია, გაურბოდეთ ხორცის მაამებლობას. გარემოსთან ურთიერთობა უნდა მოაწესრიგოთ და გაექცეთ ისეთ შემთხვევებს, რომლებმაც შესაძლოა, აღგიძრან ვნებათაღელვა. თუ გრძნობთ, რომ თქვენში მძლავრობს სიამაყე და დაუმორჩილებლობა, მოიძიეთ სიმდაბლე და მორჩილება. გქონდეთ ღმერთისა და სიკვდილის ხსოვნა. არ დაივიწყოთ, რომ უფალი გხედავთ, თქვენ იმყოფებით მისი ზედამხედველობის ქვეშ და ეკრძალეთ ყველაფერს, რაც მისთვის არ არის სათნო. გახსოვდეთ, რომ იმის გაკეთებას, რაც თქვენი ცხონებისთვის არის საჭირო თქვენ მაგივრად ვერავინ შეძლებს. ეს თქვენი გასაკეთებელია. უფლის მხრიდან შეწევნა გექნებათ, მაგრამ ის არ მიეცემა იმას, ვინც არაფერს აკეთებს, არამედ იმას მიეცემა, ვინც მოქმედებს, შრომობს და ლოცულობს.

კითხვა: შეიძლება თუ არა, სულიერ ცხოვრებაში მიხელმძღვანელოს გამოცდილმა საერო პირმა?

პასუხი: ყოველი ქრისტიანის მოძღვარი სულიერ ცხოვრებაში აუცილებლად მღვდელი უნდა იყოს. მას შეგიძლიათ, მიმართოთ არა მხოლოდ აღსარებისთვის, არამედ ნებისმიერ საკითხზე რჩევის მისაღებად.

კითხვა: როდესაც სულიერად გვიჭირს, რომელი ლოცვის წაკითხვა დაგვეხმარება?

პასუხი: ყოველგვარი სულიერი გასაჭირის დროს წარმოთქვით ლოცვა: „ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ, უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფვე“ და ეს ლოცვა ყოველთვის დაგეხმარებათ.

კითხვა: როგორ მოვიქცეთ ცოდვის ჩადენის შემდეგ, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ?

პასუხი: თუკი შესცოდავთ, დაუყოვნებლივ ითხოვეთ შენდობა უფლისგან სიმდაბლით, გულის შემუსვრილობითა და მისი მოწყალების მიმართ სასოებით. ისწრაფვეთ სულიერი მოძღვრისკენ აღსარების სათქმელად, რადგან სინანულის გარეშე დატოვებული ყოველი ცოდვა სასიკვილოა და წმიდანებმაც რომ ითხოვონ სხვისთვის ასეთი ცოდვის შენდობა, არ იქნება შესმენილი. ამასთანავე, თუკი არ შეიმუსრავთ გულს ჩადენილი ცოდვის გამო, მალევე ჩავარდებით იმავე ან სხვა ცოდვაში.

კითხვა: როდის შეიძლება ლოცვა საკუთარი სიტყვებით?

პასუხი: საკუთარი სიტყვებით ლოცვა დაშვებულია ტაძრის გარეთ. ღვთისმსახურების დროს საკუთარი სიტყვებით ნუ ილოცებთ. გულმოდგინედ მოუსმინეთ იმას, რაც ტაძარში იკითხება და სრულდება.

კითხვა: საკმარისია თუ არა შეურაცხყოფის მოთმენა?

პასუხი: მხოლოდ შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავება არ არის საკმარისი. იზრუნეთ იმისთვისაც, რომ არ გაბოროტდეთ შეურაცხმყოფელის მიმართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №6

6- 12 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი