რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№37

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 24.09

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რისთვის უბოძებს უფალი ადამიანს სიცოცხლეს?

პასუხი: სიცოცხლე მხოლოდ იმისთვის გვაქვს, რომ ვადიდოთ ღმერთი, კეთილს ვუყოფდეთ მოყვასს და ვისწრაფოდეთ ზეციური სასუფევლისკენ სახარებაში მითითებული ვიწრო გზით და არა იმისთვის, რომ ვმხიარულებდეთ. ნეტარ არიან, მგლოვარენი და არა მცონარენი.

კითხვა: როგორ უნდა აკეთოს ქრისტიანმა კეთილი საქმეები?

პასუხი: ეცადეთ, ყველასთვის აკეთოთ სიკეთე, როგორც შეძლებთ და როდესაც შეძლებთ და არ იფიქროთ იმაზე, დაგიფასებენ თუ არა ამას, იქნებიან თუ არა თქვენი მადლობლები და გიხაროდეთ არა მაშინ, როდესაც ვინმეს სიკეთეს გაუკეთებთ, არამედ როდესაც ძვირის ხსენების გარეშე გადაიტანთ შეურაცხყოფას სხვათაგან, განსაკუთრებით კი იმათგან, ვისი კეთილისმყოფელიც ხართ.

კითხვა: აგებს თუ არა პასუხს ადამიანი უსარგებლო სიტყვებისთვის?

პასუხი: ყოველთვის, როდესაც სადმე იმყოფებით და საუბრობთ, ვინც არ უნდა იყოს თქვენ გვერდით, იფიქრეთ, რომ თქვენ შორის იესო ქრისტე იმყოფება. ამიტომ შეაზავეთ თქვენი სიტყვები სიბრძნის მარილით, გახსოვდეთ, რომ დრო მოკლეა და რომ ადამიანი პასუხს აგებს ყოველი უსარგებლო სიტყვისთვის.

კითხვა: როგორ უნდა დაამარცხოს ქრისტიანმა ამპარტავნება, მრისხანება, განკითხვა?

პასუხი: უნდა იცოდეთ, რომ მრისხანება და განკითხვა ამპარტავნებისგანაა. მოიძიეთ სიმდაბლე და მაშინ მრისხანება და განკითხვა თავისთავად ჩამოგცილდებიან. მრისხანების საწინააღმდეგოდ კბილი კბილს დააჭირეთ და გაჩუმდით. ეს პირველი, საწყისი ხერხია; მეორე – როცა უკვე გიპყრობთ რისხვა, მოშორდით იმას, ვისზეც მრისხანებთ. ასე უნდა მოიქცეთ, ყოველი გაფიცხების დროს. ეს კარგი საშუალებაა ამპარტავნების საწინააღმდეგოდ, განკითხვის წინააღმდეგ კი თქვენი ცოდვები მოიგონეთ და იფიქრეთ მათზე. ყოველთვის ებრძოლეთ ამ და სხვა ვნებებს, ჩანასახშივე მოიცილეთ ისინი თავიდან და ილოცეთ.

კითხვა: რას ნიშნავს მორწმუნისთვის ტაძარში მისვლა?

პასუხი: ქრისტიანისთვის ტაძარში ყოველი მისვლა დღესასწაულია, თუკი ის ჭეშმარიტად მორწმუნეა. ეკლესიის სწავლების მიხედვით, ღვთის ტაძარში მისვლით განსაკუთრებულად იკურთხება და წარემატება ქრისტიანის ყოველი კეთილი წამოწყება, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ამ დროს სულიერად მშვიდად ვიყოთ, სამოსელი კი მოწესრიგებული გვქონდეს. ჩვენ ხომ ეკლესიაში უბრალოდ კი არ მივდივართ, არამედ დავიმდაბლებთ რა თავს, საკუთარ გულსა და სულს ჩვენ მივდივართ ქრისტესთან, მასთან, ვინც გვანიჭებს მადლს, რომელიც უნდა დავიმსახუროთ ჩვენი ქცევითა და შინაგანი განწყობით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი