რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№45

ავტორი: „თბილისელები“ 27 წუთის წინ

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ უნდა გადაანაწილოს ქრისტიანმა ადამიანმა დრო გონივრულად?

პასუხი: ქრისტიანმა დროის უმეტესი ნაწილი უნდა დაუთმოს სულისთვის ზრუნვას – ლოცვას, უფალზე ფიქრს, შესაბამის გარჯას, კეთილ საქმეთა სრულყოფილად შესრულებას. ხოლო დანარჩენი დრო მოახმაროს ხორციელ საჭიროებებს. თუ ადამიანი ჯერ ხორციელი საზრუნავისთვის გაირჯება, სულზე ზრუნვისთვის დრო არასდროს დარჩება.

კითხვა: გადადის თუ არა ცოდვა შთამომავალზე და თუ ეს ასეა, როგორ უნდა გათავისუფლდეს ადამიანი წინაპრების ცოდვის სიმძიმისგან?

პასუხი: წინაპრის მიერ ჩადენილ ცოდვაზე შთამომავალი პასუხს არ აგებს, თუმცა ეს ცოდვა ერთგვარად მაინც აისახება მის სულზე, წინაპრის ცოდვა გარკვეულად აზარალებს და აბრკოლებს ადამიანს. უფალმა არ გაწირა თავისი საყვარელი ქმნილება – ადამიანი და ცოდვების გამოსასყიდად იესო ქრისტე მოუვლინა. იესომ ჯვარცმით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები და მოგვცა სინანულის საშუალება, რათა სასუფეველში პირნათლად წარვდგეთ მის წინაშე. ამდენად, თუ ადამის ცოდვისგან გავთავისუფლდით, მით უფრო შეიძლება, დავძლიოთ ჩვენში საკუთარი წინაპრების ცოდვების მიმართ მიდრეკილება ლოცვითა და ქრისტიანული ცხოვრების წესით.

კითხვა: არის თუ არა წინათგრძნობა ცოდვა და როგორ ვებრძოლოთ მას?

პასუხი: წინათგრძნობის მცირეოდენი უნარი ყოველ ადამიანს აქვს და ის, ისევე, როგორც სხვა თანდაყოლილი შესაძლებლობები ადამიანისა, ღვთის მიერ არის ბოძებული. თუმცა, ჩვეულებრივი მიწიერი საზრუნავით მცხოვრებ ადამიანებს ეს უნარი ისე არ უვითარდებათ, რომ მასზე დაყრდნობა შეიძლებოდეს. ამიტომ წინათგრძნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ. წინათგრძნობის უნარი განვითარებული ჰქონდათ იმ წმიდანებს, რომლებიც თავისუფალნი იყვნენ მიწიერი ცხოვრებისგან. ისინი მოვლენებს წინ უსწრებდნენ, ნათელხილვის ნიჭი ეძლეოდათ და შეეძლოთ იმის განჭვრეტა, თუ რა მოხდებოდა მომავალში.

კითხვა: ნათლობის დროს ეპატიება თუ არა ადამიანს ყველა ცოდვა?

პასუხი: დიახ, ნათლობის დროს ადამიანს მიეტევება ჩადენილი ცოდვები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი