რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№36

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 17.09

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როდესაც ადამიანი ცაციაა, შეიძლება თუ არა, რომ მან პირჯვარი მარცხენა ხელით გადაიწეროს?

პასუხი: მარცხენა ხელით პირჯვრის გადაწერა არ შეიძლება. მარცხენა ხელით მხოლოდ მაშინაა დასაშვები პირჯვრის გადაწერა, თუ მარჯვენა ხელი ადამიანს დაზიანებული აქვს და ვერ იყენებს. ასეთ დროსაც კი პირჯვრის გადაწერის მიმართულება უნდა დაემთხვეს მარჯვენა ხელით პირჯვრის წერას.

კითხვა: ამბობენ, ბავშვი, რომელ დღესაც დაიბადება, იმ დღეს მისი დაბანა არ შეიძლებაო. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

პასუხი: ეს არის ერთ-ერთი ცრურწმენა, რაც გავრცელებულია ხალხში და ამას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმადიდებლობასთან. გირჩევთ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას მსგავს შეხედულებებს.

კითხვა: ოჯახს ჯადო აქვს გაკეთებული. როგორ გავთავისუფლდეთ მისგან?

პასუხი: იმისთვის, რომ ჯადომ თქვენს ოჯახზე არ იმოქმედოს, პირველ რიგში, საჭიროა ოჯახის წევრებმა დაიწყონ ეკლესიური ცხოვრება – ჰყავდეთ მოძღვარი, უნდა ამბობდნენ აღსარებას, მიიღონ წმიდა ზიარება. ამასთანავე, აუცილებელია, მღვდელმსახურს აკურთხებინოთ ბინა, სადაც თქვენ ცხოვრობთ.

კითხვა: ოჯახის საჭიროებისთვის ფულს ვაგროვებ. ხომ არ ჩამეთვლება ეს ვერცხლისმოყვარეობაში?

პასუხი: კეთილი საქმეებისთვის ფულის შენახვა არ არის ვერცხლისმოყვარეობა. კეთილად მოახმარეთ შეგროვილი ფული თქვენი ოჯახის კეთილდღეობას და არ დაგავიწყდეთ სხვების დახმარებაც.

კითხვა: მუდმივად ვაძლევ კეთილ რჩევებს ჩემს ახლობლებს, რომლებიც აშკარად არასწორად იქცევიან, არ ითვალისწინებენ და მცდარ გადაწყვეტილებებს იღებენ. რა გავაკეთო?

პასუხი: არ აღელდეთ, თუ თქვენს კეთილ რჩევებს ახლობლები არ ითვალისწინებენ. ხშირად ადამიანი უფალსაც ეურჩება, მაგრამ ღმერთი მათ ამის გამო არ სჯის. იყავით მშვიდად და არ შეხვიდეთ კონფლიქტში მათთან.

კითხვა: რა ვნება მოაქვს ადამიანის ბრმა სიყვარულს შვილის მიმართ?

პასუხი: თვითონ ტერმინი გვეუბნება, რომ ასეთი სიყვარული არის ბრმა – თუნდაც ის შვილის მიმართ იყოს. სიბრმავით ის ვერ არჩევს ავსა და კარგს, რაც არასწორ ქმედებას იწვევს. როდესაც მშობელს შვილი ბრმად უყვარს, ის პატარა სირთულისთვისაც კი ენანება. მაგალითად, როდესაც ბავშვი რამეს დააშავებს, კი არ დასჯის ან აუხსნის იმ საქციელის სიმძიმეს, არამედ აპატიებს და არაფრად ჩააგდებს. ბავშვიც, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არაფერს აშავებს და როდესაც დიდი გაიზრდება, დიდ დანაშაულს ისე ჩაიდენს, რომ ნერვიც არ შეუტოკდება. სამწუხაროდ, მშობლები გვიან ხედავენ ხოლმე თავის დანაშაულს, მაგრამ გამოსწორება უკვე აღარ შეუძლიათ. ამიტომ, სიყვარულსაც სჭირდება ზომიერება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი