რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№30

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 06.08, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ აფასებს ეკლესია უკანონოდ შობილ ბავშვებს?

პასუხი: როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, კანონიერად და უკანონო შობილის სახელს მართლმადიდებლურ ეკლესიაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყოველი პიროვნება ფასდება მხოლოდ და მხოლოდ მისი ზნეობრივი ღირსებით.

კითხვა: როგორ უნდა მოექცეს ქრისტიანი ურწმუნო ადამიანს?

პასუხი: ურწმუნოებზე უნდა ვილოცოთ და უნდა შევიცოდოთ ისინი. ჩვენ უნდა ვიყოთ იმის მოსურნენი, რომ ისინი ჭეშმარიტებისკენ მოექცნენ და ვეძიებდეთ შემთხვევას, მივანიშნოთ ამის შესახებ. ოღონდ არ შეიძლება ურწმუნოებთან დავა და კამათი, მათ უნდა დავანახვოთ სიყვარული და თანადგომა, რათა მათთვის ჭეშმარიტი ქრისტიანი ადამიანის მაგალითი ვიყოთ.

კითხვა: ვისთან არ შეიძლება მეგობრობა?

პასუხი: როგორც წმიდა მამები გადმოგვცემენ: ნუ იმეგობრებთ ქრისტიანული ეკლესიის მტრებთან, მწვალებლებთან, გამთიშველებთან, მათთან, ვინც არ ინახავს წმიდა მარხვას. უნდა განეშოროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ ეშინია უფლის და არ თაყვანისცემს მას.

კითხვა: როგორ მოვიქცეთ კვირა დღეს, როდესაც ვერ ვახერხებთ ეკლესიაში წასვლას და არც სასულიერო ლიტერატურა გვაქვს ხელთ?

პასუხი: სახლში, თუნდაც მძიმე ავადმყოფმა და მწოლიარემ, ილოცეთ, აღივსეთ თქვენი გონება ღვთივსულიერი აზრებით – ფიქრებით მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებაზე, საშინელ სამსჯავროზე, მიცვალებულთა აღდგომაზე, მარადიულ ცხოვრებაზე, სიკვდილსა და საზვერეებზე.

კითხვა: როგორ უნდა წავიკითხოთ წმიდა წერილი?

პასუხი: იმისთვის, რომ წმიდა წერილის კითხვა სულიერად სასარგებლო იყოს, საჭიროა: კითხვის დაწყების წინ ჩვენდა მეოხად მოვუხმოთ სულიწმიდის მადლს; ვიკითხოთ აუჩქარებლად, რამდენჯერმე გავიმეოროთ ის, რაც ჩვენთვის გაუგებარია; არ ვიზრუნოთ იმაზე, რომ მაინცდამაინც ბევრი წავიკითხოთ.

კითხვა: მოეხსნებათ თუ არა დანაშაული განდგომილებს, მწვალებლებსა და სქიზმატიკოსებს, თუ ისინი მოწამეობრივად აღესრულებიან?

პასუხი: წმიდა ირინეოს ლიონელის თქმით: მართლმადიდებელი ეკლესიიდან განდგომილნი, სიკვდილიც რომ მიიღონ ქრისტეს სახელის აღმსარებლობისთვის, საკუთარ ცოდვებს თვით სისხლითაც ვერ ჩამოირეცხენ, რადგან გამთიშველობის წარუხოცელი და მძიმე დანაშაული არ განიწმინდება თვით ტანჯვითაც კი.

კითხვა: რა არის ცხოვრებაში მთავარი საქმე?

პასუხი: როგორც წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: ცხოვრების მთავარი საქმე არის ლოცვა, ხოლი სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი