რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№27

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 16.07, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რას ნიშნავს „მეტანია“ და რით განსხვავდება დიდი და მცირე მეტანია ერთმანეთისგან?

პასუხი: სიტყვა მეტანია ბერძნულად სინანულს ნიშნავს. დიდი და მცირე მეტანია ერთმანეთისგან უმთავრესად გარეგნული ფორმით განსხვავდება. მცირე მეტანიის დროს ვიხრებით და ხელით ვეხებით მიწას, დიდი მეტანიისას კი ვიჩოქებთ და თავს მიწაზე ვხრით. დიდი მეტანია სრულდება კვირის ყოველ დღეს, გარდა კვირისა, ასევე, დიდ მეტანიას არ ვასრულებთ აღდგომიდან სულთმოფენობამდე. სულთმოფენობის დღესასწაულზე ვკითხულობთ მუხლმოყრის ლოცვებს და დიდი მეტანიის შესრულებაც იწყება.

ზოგადად, დიდ დღესასწაულებზე დიდი მეტანიის შესრულება არ არის აუცილებელი. ეს იმითაა განპირობებული, რომ საღმრთო სიხარულის დროს ყოველივე მსუბუქდება. უფლის წინაშე სინანულის გამოხატვა უფრო დატვირთულია დიდი მარხვის დღეებში. უნდა გახსოვდეთ, რომ მთავარია, არა მეტანიის გადაჭარბებული ხაზგასმულობით შესრულება, არამედ ჩადენილი ცოდვების გამო უფლის წინაშე სინანულის შინაგანი შეგრძნება.

კითხვა: სამწუხაროდ, არ ვარ მონათლული. თუ შეიძლება, მითხრათ, რომელ ქრისტიანულ საიდუმლოებებში მეკრძალება მონაწილეობის მიღება?

პასუხი: თქვენ, სამწუხაროდ, ვერც ერთ ქრისტიანულ საიდუმლოებაში ვერ მიიღებთ მონაწილეობას. გარდა ამისა, თქვენი მოუნათლაობით უფალს გაურბიხართ და მფარველი წმიდანიც არ გყავთ. მისი მფარველობა მხოლოდ მონათვლის შემდეგ მოგენიჭებათ. ამიტომ, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოინათლოთ. ეს თქვენი მეორედ – სულიერად დაბადება იქნება. მანამდე კი შეგიძლიათ წირვა-ლოცვას იმ მომენტამდე დაესწროთ, სანამ მოძღვარი არ სთხოვს კათაკმევლებს (მოუნათლავებს) დატოვონ ტაძარი. ხოლო როცა მოინათლებით, შეეცადეთ, ხშირად იაროთ ტაძარში წირვა-ლოცვაზე.

კითხვა: რამდენად აუცილებელია სახლის კურთხევა?

პასუხი: სახლის კურთხევისას მღვდლის ლოცვებით ოჯახზე გადმოდის უფლის მადლი. მაგრამ ღვთის შეწევნა ოჯახის იმ წევრებზე მიდის, რომლებიც ქრისტეს მცნებებით ცხოვრობენ. ეს მომენტი ძალიან კარგად არის ასახული სახლის კურთხევის ლოცვებში. ამიტომ აუცილებელია სახლის კურთხევა, თუმცა უმთავრესი მაინც საკუთარი სულის განწმენდაა. ანუ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება.

კითხვა: ჩაეთვლება თუ არა ქრისტიანს ცოდვად საკუთარი სამშობლოს დასაცავად მტრის მოკვლა?

პასუხი: სამშობლოს დასაცავად მტრის სიცოცხლის ხელყოფა არ არის ღვთისთვის საძრახისი ქმედება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი