რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№26

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 09.07, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ უნდა აღვნიშნოთ უფლისა და წმიდანების დღესასწაულები?

პასუხი: უფლისა და წმიდანების დღესასწაულები სულიერად, განწმენდილი სულითა და სუფთა სინდისით, ასევე, ეკლესიაში მისვლით უნდა იდღესასწაულოთ. მორწმუნენი სურვილისამებრ უკვეთავენ სამადლობელ პარაკლისს დღესასწაულის აღსანიშნავად, მიაქვთ ყვავილები დღესასწაულის ხატთან, გასცემენ მოწყალებას, ამბობენ აღსარებას და ეზიარებიან.

კითხვა: რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ სულიერი გასაჭირის დროს?

პასუხი: ყოველგვარი სულიერი გასაჭირის დროს უნდა თქვათ შემდეგი ლოცვა: „ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ, უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფვე“ და ეს ლოცვა იქნება თქვენი ყველა ჭირისაგან გამომხსნელი.

კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია იმგვარ კეთილ საქმეს, რომელსაც ურიგო საშუალებებით მიაღწევ?

პასუხი: ყოვლად დაუშვებელია კეთილი საქმის კეთება ურიგო საშუალებებით, მაშინ ის თავის არსს დაკარგავს და ბოროტებაში გადაიქცევა. კეთილი საქმისკენ მიმავალი კაცი სიკეთით უნდა იყოს სავსე.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ადამიანს მიეტევოს ის ცოდვები, რომელთაც არ ნანობს გულით?

პასუხი: უფალი ყოვლად კეთილია, მასზე დიდი სიკეთე არ არსებობს სამყაროში, მაგრამ თუ ადამიანი ჩადენილი ცოდვის მიმართ სინანულს არ განიცდის, უფალი ვერ შეუნდობს მას.

კითხვა: როგორ უნდა ტრაპეზობდეს (სადილობდეს) ქრისტიანი?

პასუხი: როდესაც ტრაპეზობ, წარმოიდგინე უფალი, რომელიც ხელს გიწვდის, რომ დაგაპუროს. არ დაივიწყო ლოცვა სადილის წინ და როდესაც ტრაპეზობ, წარმოიდგინე, რომ თითქოს იესო ქრისტე სადილობს შენთან ერთად. შენი სუფრიდან გლახაკსაც უწილადე საზრდელი. საზრდელის მიღების შემდეგ არ დაგავიწყდეს, რომ უფალმა დაგაპურა და მადლობა შესწირე მას გულით. ევედრე, რომ არ მოგაკლოს საზრდო, მათ შორის სულიერიც.

კითხვა: როგორც მითხრეს, სარკის გადაგდება არ ვარგა, რადგან მას მისტიკური დატვირთვაც აქვს. სად წავიღო ის სარკე, რომელიც არ მჭირდება?

პასუხი: სარკეს ისე უნდა მოეპყრათ, როგორც ჩვეულებრივ ნივთს, ყოველგვარი ცრურწმენის გარეშე. სარკის შენახვას ან გადაგდებას არანაირი კავშირი არ აქვს სარწმუნოებასთან. გირჩევთ, ასეთ თემებს ნაკლებად მიაქციოთ ყურადღება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი