რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№22

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 11.06

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ უნდა მივხვდეთ, ესათნოება თუ არა უფალს ჩვენი ესა და ის ჩანაფიქრი ან გადაწყვეტილება?

პასუხი: მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველი მოქმედების წინ იხელმძღვანელეთ შემდეგი ქრისტიანული განსჯით: ჩემ მიერ ჩაფიქრებული მოქმედება ხომ არ არის ღმერთის ნების საწინააღმდეგო, ხომ არ არის დამღუპველი ჩემი სულისთვის, ხომ არ შეურაცხყოფს მოყვასს? თუკი ამის გააანალიზების შედეგად სინდისი არ გამხელთ, მაშინ თქვენი გადაწყვეტილება შეასრულეთ და თუკი გამხელთ, თავი შეიკავეთ მისი აღსრულებისგან.

კითხვა: რაში მდგომარეობის სიმდაბლე?

პასუხი: სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი საკუთარ თავს ყველაზე ცოდვილად, უღირსად მიიჩნევს, არავის ამცირებს, არ შეურაცხყოფს, არ განიკითხავს, უღრმავდება მხოლოდ საკუთარ თავს და არ ეძიებს არც სიმდიდრეს, არც დიდებას, არც ქებას. ის ყველას ეპყრობა გულთბილად, მზად არის ყველას სიყვარულით ემსახუროს, ვერ ხედავს თავის კეთილ საქმეებს და საჭიროების გარეშე მათზე არ ლაპარაკობს. ეს არის ნამდვილი სიმდაბლე და სიყვარული უფლის მიმართ.

კითხვა: რისთვის გვებოძა ამქვეყნიური სიცოცხლე?

პასუხი: სიცოცხლე მხოლოდ იმისთვის გვებოძა, რომ ვადიდებდეთ ღმერთს, კეთილს ვუყოფდეთ მოყვასს და ვისწრაფოდეთ ზეციური სასუფევლისკენ. სახარებაში მითითებული ვიწრო გზით და არა იმისთვის, რომ ვმხიარულობდეთ: ნეტარ არიან მგლოვიარენი და არა მცინარენი.

კითხვა: როგორ უნდა დააღწიოს თავი ადამიანმა სასოწარკვეთილებას?

პასუხი: სასოწარკვეთილების დროს გახსოვდეთ, რომ უფალი კი არ გტოვებთ თქვენ, არამედ თქვენ ტოვებთ უფალს. როგორც უნდა გაგიჭირდეთ და სასოწარკვეთა დაგეუფლოთ, მოუწოდეთ უფალს, რომელიც თქვენს სულშია და ის დაგეხმარებათ.

კითხვა: როდესაც ვლოცულობთ, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ უფალი?

პასუხი: უფალი უხილავია, მას სახე არ აქვს, ძე ღმრთისა იხილვება ადამიანური ბუნებით. ამიტომ მისი გამოსახვა შეიძლება ადამიანის სახით ყველა იმ შემთხვევაში, რომლებიც სახარებაშია აღწერილი. ეს იქნება ისტორიული გამოსახულება, მისი ღვთაებრივი ბუნება კი უხილავია. წმიდა სამება ქმნილებათა ზღვარს სცილდება და თუ როგორია ის, ეს ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია. ლოცვის დროს არ არის საჭირო უფლის კონკრეტული სახით წარმოდგენა, უნდა გვწამდეს, რომ ის არსებობს, არის ახლოს და ყველაფერს ხედავს და ისმენს. ამიტომ უნდა ვილოცოთ მის მიმართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო