რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№19

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 21.05

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემს ცხოვრებაში ისეთი მოვლენები ხდება, რომ მირჩევენ დავესწრო „კვეთებულის“ ლოცვას. გთხოვთ, განმიმარტოთ, რა არის ეს ლოცვა და როგორ დავესწრო მას?

პასუხი: სიტყვა „კვეთებული“ გვიჩვენებს, რომ ადამიანი ბოროტი ძალისგან არის კვეთებული და ბრკოლდება. ზოგჯერ ადამიანი ამ ძალის ზეგავლენას არა მხოლოდ სულიერად, არამედ ფიზიკურადაც განიცდის. კვეთებულის ლოცვებზე ადამიანი თავისუფლდება ბოროტისგან, მაგრამ სანამ ამ ლოცვებს დაესწრებით, ჯერ კარგად უნდა გაარკვიოთ, სინამდვილეში რასთან გაქვთ საქმე. ამიტომ მიდით ეკლესიაში მოძღვართან და გაესაუბრეთ მას.

კითხვა: რამდენ ხანს ინარჩუნებს გარდაცვლილი ადამიანის სული ცოცხლებთან კავშირს? აქვს თუ არა აზრი დიდი ხნის გარდაცვლილთათვის ლოცვას, მათ ხომ უკვე დამკვიდრებული აქვთ თავიანთი ადგილი?

პასუხი: გარდაცვლილის სული მარადიულად ინარჩუნებს კავშირს ცოცხალ სამყაროსთან. ამიტომ მათზე მუდმივად უნდა ვილოცოთ. გახსოვთ, ალბათ, სახარებიდან ის ამბავი, როგორ სთხოვა საიქიოში გაუსაძლის ტანჯვაში მოხვედრილმა მდიდარმა უფალს: შეატყობინეთ ჩემს ძმებს, კეთილი საქმეები აკეთონ, რომ აქ ჩემსავით არ დაიტანჯონო. თუკი გაუსაძლის ადგილზე მოხვედრილი ადამიანის სული ახერხებს, ცოცხლად დარჩენილ თავისიანებისთვის იზრუნოს, ამ ზრუნვას უფრო ადვილად არ შეძლებენ სიამეში მოხვედრილი სულები?! ჩვენც განუწყვეტლივ უნდა ვიზრუნოთ და ვილოცოთ მათთვის. ვისი სახელიც გვახსოვს, ვახსენოთ, ვისიც არა – „საუკუნოსა ცხოვრებისა ზედა გარდაცვალებულთა...“ წარმოთქმით მოვიხსენიოთ. ამით ჩვენ მათ დავეხმარებით საუკუნო სასუფეველში მშვიდად დამკვიდრებაში.

კითხვა: გთხოვთ, განვგვიმარტოთ, რას ნიშნავს 10 მცნებიდან მესამე მცნება: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“? როდის არღვევს ამ მცნებას ადამიანი?

პასუხი: მესამე მცნებას ადამიანი არღვევს, როდესაც გმობს უფალს, ანუ უკადრის გამონათქვამებს ამბობს უფლის მისამართით; წუწუნებს ღმერთის მიმართ; ეჭვი შეაქვს მის სამართლიანობაში; მკრეხელობს, ხუმრობს საღვთო ქმედებებზე ან ლაზღანდარობის თემად აქცევს; უყურადღებოდ კითხულობს ლოცვებს; ტყუილად იფიცებს; გატეხს ფიცს; არღვევს უფლისთვის მიცემულ აღთქმას; უაზროდ იფიცებს ღმერთის სახელს ჩვეულებრივ ყოფით საუბრებში და ურთიერთობებში.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ნათლობამ გავლენა მოახდინოს ავადმყოფი ბავშვის ჯანმრთელობაზე?

პასუხი: აღწერილია ბევრი შემთხვევა, როდესაც ნათლისღების საიდუმლოს შესრულებისას არათუ გავლენა მოუხდენია ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, არამედ სასიკვდილოდ გადადებულიც მოუბრუნებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...