რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№17

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 07.05

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ცნობილია სახარებისეული განმარტება, რომ როდესაც მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მარცხენა უნდა მიუშვირო. ეს როგორ უნდა გავიგოთ – მტერს უნდა დავნებდეთ და პასუხი არ გავცეთ?

პასუხი: ქრისტიანული ხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ერთი ადამიანი მეორის მიმართ აგრესიას, სიძულვილს ავლენს, მეორემ მიტევება და სიყვარული უნდა დაუპირისპიროს. სიყვარული არის ერთადერთი იარაღი ადამიანებს შორის თანხმობის ჩამოსაგდებად. კაცობრიობის არსებობის განმავლობაში არაერთხელ დამტკიცდა, რომ აგრესიას შეგებებული აგრესია სასურველ მიზანს ვერასდროს აღწევს. ასე პრობლემა უფრო მეტად ღრმავდება. სიძულვილზე სიყვარულის შეგებების ნიმუში კი თვით მაცხოვარმა მოგვცა ჯვარცმის დღეს, როდესაც მას შეურაცხყოფდნენ, თვითონ კი ლოცავდა და მიუტევებდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, როდესაც სამშობლოს ომი აქვს, არ ვუპასუხოთ აგრესიას ან როდესაც მოყვასი ზარალდება და ზნეობა უზნეობად ექცევა, ასეთ დროს აგრესიას ძალაც უნდა დავუპირისპიროთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პირადი პატივმოყვრეობის წარმოჩენა.

კითხვა: ვიცით, რომ უფალი ადამიანის თხოვნებს შეისმენს. მაგრამ რატომ ხდება ისეც, რომ ქრისტიანულად მცხოვრები ადამიანის სათხოვარი არ სრულდება?

პასუხი: უფლის ნებით: „ლოცვა მართლისა შეისმინების“. როდესაც უფლისგან რაიმეს ვითხოვთ, უნდა დავუფიქრდეთ, თუ რამდენად მართლები ვართ. ამიტომ არის, რომ ჯერ უფალს ჩვენი ცოდვების შენდობა უნდა ვთხოვოთ, სინანულით განვიწმინდოთ და მერე შევკადროთ სხვა სათხოვარი. დანარჩენი თავად უფალმა იცის, თუ რა გვჭირდება, რა არის ჩვენი სულისთვის აუცილებელი და როგორც მამა არ მისცემს თავის შვილს პურის ნაცვლად ქვას, ისე უფალი არ მოგვცემს იმას, რაც ჩვენთვის საზიანოა. იქნება ის, რასაც ვითხოვთ ზიანის მომტანია ჩვენი სულისთვის?! ხშირად ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ თხოვნით ევედრება ღმერთს, არ ფიქრობს ამაზე. სხვა შემთხვევაში უფალი ყველაფერს მისცემს ადამიანს. ის ყვავილსა და ფრინველს არ ტოვებს წყალობის გარეშე და ადამიანს როგორ არ შეეწევა?! არის შემთხვევები, როდესაც უფალი ისეთ ადამიანს უსრულებს თხოვნას, ვინც ამას არ იმსახურებს, ეს იმიტომ ხდება, რომ მას აუხილოს თვალნი და დაანახვოს, როგორ უყვარს ღმერთს და იქნებ ამ სიყვარულის გამო დაადგეს ქრისტიანულ გზას.

კითხვა: რატომ არის აღდგომის შემდეგ ტაძრებში სამეუფო კარი ღია?

პასუხი: მას შემდეგ, რაც მაცხოვარი ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღდგა, გაიღო სამოთხის კარნი და გზა გაგვეხსნა ციური სასუფევლისკენ. მანამდე ყოველი გარდაცვლილი ადამიანი ჯოჯოხეთში იმკვიდრებდა ადგილს. სწორედ უფლის აღდგომის შემდგომ, სიმბოლურად ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში ყოველი ტაძრის საკურთხეველში სამეუფო კარი ღიაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 მაისი