რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№16

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 30.04, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ტაძრებში ხატებზე შემიმჩნევია ბერძნული და რუსული წარწერები. რუსული წარწერები, ასევე, გვხვდება ზოგიერთი ტაძრის თაღებსა და კედლებზე. ცნობილია, რომ ქართული ეკლესია ავტოკეფალიურია და რატომ არის ასეთი წარწერები დღემდე შემორჩენილი?

პასუხი: ქართული ეკლესია, ღვთის მადლით, მართლაც, ავტოკეფალიურია (დამოუკიდებელია) და საეკლესიო წარწერებშიც ქართულს ვანიჭებთ უპირატესობას. ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს უძველესი ქართული დამწერლობით შემკული ხატები და ტაძრები, მაგრამ ტრადიციულად, ხატებზე გვხვდება ბერძნული წარწერებიც, რადგან ორი მართლმადიდებელი ქვეყნის, საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს დასაბამიდან ჰქონდათ ურთიერთობა, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოებს. ქრისტიანული კულტურა ფართოდ შემოდიოდა საბერძნეთიდან. იქვე მოღვაწეობდნენ ჩვენი წმიდა მამებიც. რაც შეეხება რუსულ წარწერებს, ისინი რუსეთ-საქართველოს შეერთების დროიდან შემოგვრჩა. ეს შეერთება ჩვენმა მძიმე ისტორიულმა ხვედრმა განაპირობა და შესაბამისად, ეკლესიაც ვერ აიცილებდა რუსული საპატრიარქოს გავლენას. სხვა ენებზე წარწერები მართლაც შემორჩენილია ქართულ ტაძრებში, მაგრამ მათი წაშლა ვანდალიზმი იქნებოდა, ამას მართლმადიდებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

კითხვა: საყვარელი ადამიანის შესანარჩუნებლად ზოგიერთი ქალი მაგებს და ჯადოქრებს მიმართავს. როგორ უყურებს ამას ეკლესია?

პასუხი: ეს გახლავთ მომაკვდინებელი ცოდვა და სიყვარულის შესანარჩუნებლად ნებისმიერი მჩხიბაობა და ჯადოქრობა დაუშვებელია. გარდა იმისა, ხომ შესაძლოა, საყვარელ ადამიანს სერიოზული ზიანი მიაყენოთ და სულაც, ყველაფერი ლეტალურად დამთავრდეს, ადამიანი ვერც აცნობიერებს, რამხელა ცოდვას იკიდებს ამის გაკეთებით. მართლმადიდებლური ეკლესია კატეგორიულად უარყოფითად უყურებს ნებისმიერ ჯადოქრობას. ქრისტიანობისთვის ეს შეუფერებელი საქციელია.

კითხვა: რატომ უნდა ვთქვათ აღსარება ხშირად?

პასუხი: აღსარების ხშირად თქმა აუცილებელია, რადგან ადამიანი იოლად ივიწყებს ჩადენილ ცოდვებს, ხოლო როდესაც სულიერ მოძღვარს გაენდობა, ეს ცოდვები ძირფესვიანად ამოიძირკვება. გარდა ამისა, სინანული თვალს გვიხელს ცოდვებზე. როდესაც ადამიანი ერთ ცოდვას მოინანიებს, სხვების დანახვას იწყებს. ვინც ეჩვევა, პასუხი აგოს თავის საქციელზე ამქვეყნად, მას არ გაუჭირდება ქრისტეს სამსჯავროზე წარდგენა.

კითხვა: იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმით საკაცობრიო ცოდვები იტვირთა. მაცხოვრის ტანჯვა სხვა ცოდვების გამოსყიდვის მაჩვენებელია?

პასუხი: არა მხოლოდ ცოდვების გამოსყიდვისა, არამედ ქრისტეს მიერ გადატანილი განსაცდელი – ეს არის შეგონება და დარიგება ქრისტიანისთვის, რომ მან მიბაძოს განკაცებულ უფალს არა სასწაულებით ჩადენით, რასაც მისგან არავინ ითხოვს, არამედ სიმდაბლითა და მოთმინებით, რისკენაც მაცხოვარი საკუთარი მაგალითით მოგვიწოდებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი