რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№45

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 20.11, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: მოზარდების მარხვას ზოგიერთი ადამიანი უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს მათ ჯანმრთელობას ავნებს, რადგანაც, ფაქტობრივად, მარხვა – ეს შიმშილიაო. მინდა, რომ ჩემი შვილებიც იცავდნენ მარხვას, ისევე როგორც მე ვიცავ, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, ეს მართლაც ცუდად ხომ არ იმოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე?

პასუხი: როგორც აღნიშნეთ, თავად მარხულობთ და ესე იგი, ეკლესიის მრევლი ბრძანდებით, თუ ეს ასეა, მაშინ არ უნდა გაგიჭირდეთ მარხვისა და შიმშილის ერთმანეთისგან გარჩევა. ზოგადად, მარხვა არათუ ბავშვებსა და მოზარდებში, უფროსებშიც ზომიერების დაცვას მოითხოვს. ასაკისა და ჯანმრთელობის მიხედვით, მოძღვარი თქვენს შვილებსაც შეურჩევს შესაფერის მარხვას. გარდა ამისა, მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება არ არის ჭეშმარიტი მარხვა. მარხვის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვებს ესაუბროთ ქრისტიანული ცხოვრების წესებზე, ასწავლოთ ადამიანების სიყვარული და სიკეთის კეთება. მოზარდის კარგ ქრისტიანად აღზრდა არა მხოლოდ საკვების შეზღუდვას, არამედ ფაქიზ სულიერ დამოკიდებულებას მოითხოვს.

კითხვა: მყავს ერთი ახლობელი, რომელიც ნამდვილი ფარისეველია. დღეში სამჯერ ლოცულობს, მაგრამ გულბოროტი და ავსიტყვაა. შეიწირავს უფალი ასეთი ადამიანის ლოცვას?

პასუხი: უღირსად ლოცვის თაობაზე წმიდა მამას, ისააკ ასურს უთქვამს: გულბოროტი კაცის ლოცვა ქვაზე ნათესსა ჰგავსო. თუმცა თქვენ არ გაქვთ უფლება, ვინმეს ფარისეველი უწოდოთ. ნუ განიკითხავთ, თორემ შესაძლოა, თავად აღმოჩნდეთ იმ ფარისევლის ვითარებაში, მეზვერეს რომ განიკითხავდა. ყოველი ადამიანის გულთამხილველი უფალია. თქვენ საკუთარი ცოდვების მონანიებისთვის იზრუნეთ.

კითხვა: როგორ უნდა დაიკრძალოს მიცვალებული, რომელიც არ ვიცით, იყო თუ არა მონათლული?

პასუხი: გაპატიოსნება და დაკრძალვა ყველა მიცვალებულს სჭირდება, მაგრამ საეკლესიო წესის აგება და ღვთისმსახურება მხოლოდ გარდაცვლილი მართლმადიდებლებისთვის უნდა შესრულდეს. თუ არ იცით, მონათლული იყო თუ არა მიცვალებული, საეკლესიო წესს ვერ აუგებთ. გაეცით მის სახელზე მოწყალება და გარდაცვლილის სახელით გაუკეთეთ სიკეთე მათ, ვისაც ეს სჭირდება.

კითხვა: ზოგიერთი ადამიანი პირუტყვს ადამიანის სახელს არქმევს. ცოდვაა თუ არა ეს საქციელი?

პასუხი: ადამიანის ნებისმიერი სახელი ხშირად რომელიმე ნაცნობს ან საყვარელი ადამიანს გვაგონებს. ბუნებრივია, ცხოველთან მათი სახელების ასოცირება ჩვენს გაღიზიანებას იწვევს. მთავარი კი ის არის, რომ სახელთა უმრავლესობა უკავშირდება წმიდანებს და ცხოველებისთვის მისი დარქმევა არ შეიძლება. შეეცადეთ, ეს იმ ადამიანებს აუხსნათ, ვინც ცხოველებს ასე მიმართავენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი