რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№43

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 06.11

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რა სახის ცოდვას მიეწერება წყევლა და მართლაც სრულდება თუ არა ის?

პასუხი: წყევლა ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა. ეს არის მრისხანების ცოდვა და როდესაც ადამიანი ვინმეს წყევლის, ეშმაკის ნებას ასრულებს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ამ სოფელში, სადაც მარადიული ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ზოგჯერ სიკეთეც მარცხდება. თუ ჩვენს კეთილ სურვილებს უფალი შეისმენს, ბოროტ სურვილებს დემონიც უსმენს და ჩვენდა საზიანოდ ასრულებს. როდესაც ჩვენ ცოდვას ჩავდივართ, ბოროტი, ჩვენივე ნებით შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, წყევლისას ადამიანის ნება ბოროტი ძალის ნებას ემთხვევა და ეშმაკიც ხელსაყრელ შემთხვევას ხელიდან არ უშვებს. ყველა უნდა დაფიქრდეს, სანამ მოყვასსა და საკუთარ თავს ბოროტი ძალის ზეობისთვის გაიმეტებს.

კითხვა: ძალიან მინდა წავიკითხო „ყურანი“ – მაჰმადიანთა სასულიერო წიგნი, ამით ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?

პასუხი: ლიტერატურით განათლების მიღება ცოდვა არ არის, თუმცა გასათვალისწინებელია, რა საფრთხეს შეიცავს ეს ლიტერატურა. ჩვენი საზოგადოების უმეტეს ნაწილს ეკლესიისგან ხანგრძლივი ჩამოშორებისა და სხვა მიზეზების გამო აკლია გამოცდილება, რომ უცხო რელიგიური ლიტერატურის გავლენა არ განიცადოს. ამიტომ, თუ ამ ლიტერატურის გაცნობას აპირებთ, გირჩევთ, ჯერ იმ ცოდნას ჩასწვდეთ, რომელიც ჩვენი უფლისა და წმიდა მამების ნააზრევს გადაგიშლით და რწმენას გაგიძლიერებთ. ამის შემდეგ უცხო რელიგიური ლიტერატურის გაცნობა სულიერ მერყეობას აღარ გამოიწვევს.

კითხვა: ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ მოახლოებულია მეორედ მოსვლა. ხშირად ვფიქრობ, ღირს თუ არა ასეთ დროს სწავლა, მუშაობა და საერთოდ, რაიმეს კეთება და მომავალზე ფიქრი?

პასუხი: რადგან დანამდვილებით არავინ იცის ქრისტეს მეორედ მოსვლის დღე და საათი, გამუდმებით საჭიროა სწავლა, მუშაობა, საკუთარი თავის სრულყოფა. ჯერჯერობით უფალი გვაძლევს დროს და საჭიროა ვებრძოლოთ საკუთარ ცოდვილ მიდრეკილებებს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, სამყაროს დასასრული მოახლოებულია და მუდამ მზად უნდა ვიყოთ მასთან შესახვედრად. ამიტომ გადამეტებულად არ უნდა მივეცეთ მიწიერ სიამოვნებას, ფხიზლად და სწორად უნდა ვიცხოვროთ.

კითხვა: ვარ გასათხოვარი. მინდა შევქმნა ოჯახი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯადო მაქვს გაკეთებული. როგორ მოვიქცე ბედის გახსნის მიზნით?

პასუხი: შესაძლოა, მართლაც მოქმედებდეს თქვენ მიმართ ბოროტი ძალა. ეკლესია არ უარყოფს ამ ძალების მოქმედებას. მაგრამ ბედი ერთჯერადი რიტუალით არ გაგეხსნებათ, თუ არ დაიწყებთ ქრისტიანულ ცხოვრებას, მხოლოდ ამის შემდეგ გადმოვა თქვენზე სულიწმიდის მადლი და უფლის კურთხევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...