რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№36

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 18.09, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ დავიწყოთ საკუთარი სულის გადარჩენა?

პასუხი: მიანდეთ თქვენი ცხოვრება უფალს და სთხოვეთ: „უფალო, ჰქმენ ჩემზედა, რაიცა გენებოს, გარნა მაცხოვნე მე“ და ის ყველაფერს საუკეთესოდ წარმართავს. ყველაფერი ისე უნდა მივიღოთ, როგორც ღმერთის ხელით ბოძებული და ყველაფრისთვის მას უნდა ვმადლობდეთ. გადახედეთ შემთხვევითობებს თქვენს ცხოვრებაში და მიხვდებით, რომ ყველაფერში ღმერთის კეთილმყოფელი ხელი ურევია.

კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გვაქებენ, რომ ხიბლში არ ჩავვარდეთ?

პასუხი: როდესაც გაქებენ გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები – ასე გვმოძღვრავენ წმიდა მამები.

კითხვა: რატომ არის სინანული ამდენად მნიშვნელოვანი?

პასუხი: მამათა სწავლების მიხედვით, სინანული ადამიანს უხელს თვალს, მასში ბადებს ცოდვათა დანახვის უნარს. ერთი ცოდვის მომნანიებელი სხვა ცოდვების შემჩნევას იწყებს. ხედავს იმ ცოდვებს, რომლებიც წინათ ცოდვებად არ ეჩვენებოდა და იხსენებს მოუნანიებელ ცოდვებს. ასეთ ადამიანს ეს ცოდვები უფრო და უფრო მძიმედ ეჩვენება. სწორედ, ამის გამო ტიროდნენ თავიანთ ცოდვებზე შემდგომში უკვე საკვირველმოქმედი წმიდანები.

კითხვა: როგორ დავრწმუნდე, რომ აღსარებაზე ნათქვამი ცოდვები უფალმა მომიტევა?

პასუხი: არც ერთი ადამიანი არ უნდა შეუდგეს სინანულს და არ უნდა თქვას აღსარება, თუკი არ აქვს იმის მტკიცე იმედი, რომ გულწრფელად ნათქვამ აღსარებას უფალი მიიღებს და მიუტევებს.

კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, არის თუ არა ცოდვა ღვინის სმა?

პასუხი: ღვინის სმა ზომიერების ფარგლებში ცოდვად არ ითვლება. პირიქით, დავით მეფსალმუნე ამბობდა, რომ ღვინო ახარებს გულსა კაცისასა. ღვინო არის წმიდა სითხე, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. ცოდვა არის მემთვრალეობა, ანუ ღვინის განუზომლად სმა. ამ დროს ადამიანი ვერ აკონტროლებს საკუთარ ნებას და უფრო მძიმე ცოდვაში ვარდება.

კითხვა: როდის არის მრისხანება მართებული?

პასუხი: მრისხანება მაშინ არის სწორი, როდესაც ის მიმართულია ცოდვისკენ, დანაშაულის წინააღმდეგ და ბუნებრივად არის ჩვენში გამოწვეული, რასაც თან ახლავს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ მოყვასის სიყვარული და თანაგრძნობა. მრისხანების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს ცოდვილის ხსნა და არა მისი დასჯა და დატუქსვა.

კითხვა: როგორ გავიგოთ, რა არის ცოდვა?

პასუხი: ყველაფერი ცოდვაა, რაც სინდისს შეურაცხყოფს და ატკბობს ხორცს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი