რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№28

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 24.07

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რა არის ყველაზე კარგი საშუალება ცოდვებთან საბრძოლველად?

პასუხი: ცოდვებთან საბრძოლველად ყველაზე კარგი საშუალებაა სულის სხეულიდან გასვლის მუდმივი ხსოვნა და იმის გახსენება, თუ რა ემართება სულს უფლის სამსჯავროზე განაჩენის გამოტანის შემდეგ. ასეთ დროს თავი წარმოიდგინეთ მომაკვდავი ადამიანის ადგილზე და მიხვდებით, რას განიცდის ის. სწორედ, ასეთი განცდით უნდა იყოთ, როდესაც ცოდვის ჩადენას გადაწყვეტთ და ამგვარად იტყვით უარს თქვენს განზრახვაზე.

კითხვა: თუკი უფალი გულმოწყალეა, როგორ შეიძლება, იმქვეყნიური ტანჯვა იყოს მარადიული?

პასუხი: გულმოწყალე უფალი მზად არის, ყველას შეუნდოს, მხოლოდ უნდა შეინანო და მიმართო მის გულმოწყალებას. ეშმაკებიც კი მიიღებდნენ შენდობას, თუკი შეინანებდნენ, მაგრამ ისე გაკერპდნენ, რომ შენდობას ვერ მიიღებენ. ასევეა ადამიანებთან მიმართებაშიც. შეუძლებელია, ეპატიოს იმას, ვინც ჯიუტად ეწინააღდეგება უფალს. როგორც მათ არ უნდოდათ, რომ ეცნოთ უფალი, ასევე უფალი ეტყვის მათ: „არა გიცანი თქვენ, განმეშორენით!“ სიკვდილის შემდეგ სინანული შეუძლებელია.

კითხვა: რისთვის გვეძლევა სიცოცხლე?

პასუხი: სიცოცხლეს უფალი გვიბოძებს, რათა ვადიდოთ ღმერთი, კეთილი ვუყოთ მოყვასს და ვისწრაფვოდეთ ზეციური სასუფევლისკენ სახარებაში მითითებული ვიწრო გზით და არა იმისთვის, რომ ვიმხიარულოთ.

კითხვა: მალევე უნდა მოვინანიოთ თუ არა ჩადენილი ცოდვა?

პასუხი: წმიდა მამები გვირჩევენ: თუკი შესცოდავ, დაუყოვნებლივ ითხოვე შენდობა უფლისგან სიმდაბლით, გულის შემუსვრილობითა და მისი მოწყალების მიმართ სასოებით და ისწრაფვე სულიერი მოძღვრისკენ აღსარების სათქმელად, რამეთუ სინანულის გარეშე დატოვებული ყოველი ცოდვა არის სასიკვდილო და წმიდანმაც რომ ითხოვოს სხვისთვის ასეთი ცოდვის შენდობა, არ იქნება შესმენილი. ამასთანავე, თუკი არ შეიმუსრავ გულს, შენ მიერ ჩადენილი ცოდვის გამო, მალე ხელახლა ჩავარდები იმავე ცოდვაში.

კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ ავადმყოფობის დროს?

პასუხი: ავადმყოფობის დროს განუწყვეტლივ ილოცეთ. ითხოვეთ შენდობა უფლისგან. ყველანაირად შეიკავეთ თავი წუწუნისგან და გაღიზიანებისგან, რაც ხშირად ხდება ასეთ დროს. გაიხსენეთ, რამდენი ტკივილი დაითმინა უფალმა და თქვენც უნდა მოითმინოთ ტკივილები თავის გადარჩენისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...