რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№19

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როდესაც ოჯახში არ არის თანხმობა და ურთიერთგაგება, როგორ უნდა მოვიქცეთ ჰარმონიის დასამყარებლად?

პასუხი: როდესაც ოჯახი ღვთის სიყვარულით არ იქმნება და მისი მიზანი არ არის მარადიულ ცხოვრებაზე ზრუნვა, როგორც წესი, ასეთი ოჯახი მოკლებულია სიმშვიდეს. ოჯახის თითოეულმა წევრმა უნდა იცხოვროს ეკლესიურად. უნდა მიიღონ მონაწილეობა საღვთო საიდუმლოებებში, თქვან აღსარება, ეზიარონ და ურთიერთგაგებაც დაისადგურებს.

კითხვა: საჭიროა თუ არა ჯვრისწერამდე აღსარების თქმა?

პასუხი: დიახ, ზრდასრული ადამიანი მონაწილეობს ეკლესიის საიდუმლოში, რომელსაც სინანულის საიდუმლო ეწოდება და ადამიანს ეძლევა მისატევებლად ცოდვათა. ვინც თავს მიიჩნევს მართლმადიდებლად და ოჯახის შექმნას აპირებს, უნდა იყოს ქრისტიანული ეკლესიის წევრიც სინანულის გზით.

კითხვა: ჩემს მოძღვარს, რომელსაც აღსარებას ვაბარებ, დავეკარგე თავის მრევლში – არც სახელი ახსოვს ჩემი, არც არაფერს მეკითხება და არც რჩევა-დარიგებას მაძლევს. ჩვენმა აღსარების საიდუმლომაც ფორმალური სახე მიიღო. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი მთავარი მოძღვარი არის უფალი და თუ მისდამი სასოებას არ დაჰკარგავთ, აუცილებლად გამოჩნდება ისეთი მოძღვარი, რომელიც დაგეხმარებათ უფლისკენ სავალ გზაზე. მთავარია, ის, რაც თქვენ გაწუხებთ, არ გახდეს თქვენი ეკლესიიდან წამოსვლის მიზეზი.

კითხვა: დიდი სურვილი მაქვს, შევისწავლო „ბიბლია“. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვახერხო ეს?

პასუხი: „ბიბლია“ არის საღმრთო ისტორია, რომლის სრულყოფილად გაგებისთვის საჭიროა წმიდა მამათა იმ თხზულებების გაცნობა, რომლებიც განმარტავენ წმიდა წერილის არსს. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ „ბიბლიის“ შესწავლა განყენებულად, ეკლესიური ცხოვრების გარეშე, არ გაგიმხელთ იმ საღმრთო სიბრძნეს, რომელიც მასშია თავმოყრილი. ამიტომ „ბიბლიის“ სიბრძნეში ჩასაწვდომად უნდა ეზიაროთ მართლმადიდებელი ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და საიდუმლოებებს.

კითხვა: რა დამოკიდებულება შეიძლება, ჰქონდეთ ერთმანეთთან ერთი ბავშვის ნათლიებს?

პასუხი: ერთი ბავშვის ნათლიები ერთმანეთის სულიერი ნათესავები არიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი