რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№16

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: აქვს თუ არა უფლება მოუნათლავ ადამიანს, გადაიწეროს პირჯვარი?

პასუხი: მოუნათლავ ადამიანს არა მარტო პირჯვრის გადაწერის უფლება აქვს, არამედ მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ ის ნათლისღებისთვის ემზადება, შეუძლია, დაესწროს წირვა-ლოცვის იმ ნაწილს, რომელსაც „კათაკმეველთა ლიტურგია“ ეწოდება. ხოლო ნათლობის შემდეგ მას უკვე შეეძლება, დაესწროს მთლიან ლოცვას.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ვიყო მოუნათლავი ქრისტიანი?

პასუხი: ერთ-ერთი წმიდა მამა ამბობს, რომ „სული თავისი ბუნებით, ქრისტიანია“, მაგრამ ქრისტიანად ყოფნის უფლება მხოლოდ მონათლულებს აქვთ, რომლებიც ქრისტეს მცნებებს ასრულებენ და ეკლესიური კანონებით ცხოვრობენ.

კითხვა: როგორც ვიცი, მომდურავობა ცოდვაა და ასეთ დროს ზიარება არ ხდება. რატომ არის ცოდვა, თუ იმ ადამიანთან არ მსურს საუბარი, ვინც ტკივილი მომაყენა?

პასუხი: „მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“... ეს იმას ნიშნავს, რომ უფალს ვთხოვთ, როგორც ჩვენ ვაპატიებთ სხვას ცოდვებს, ისე გვაპატიე ჩვენცო. ზიარება უფლის უდიდესი სიწმიდეა და როდესაც ამ სიწმიდეს ვეხებით, ჩვენში ქრისტე შემოდის. მომდურავ და მძულვარე გულში ქრისტე ვერ შემოვა. ყველა ადამიანი ცოდვილია, მაგრამ მომდურავობის დროს ზიარება კურნების ნაცვლად, შეიძლება სასჯელად იქცეს. მოძღვარი არ აზიარებს მომდურავს იმიტომ, რომ ეს ადამიანი თავის საქციელზე დაფიქრდეს.

კითხვა: რატომ არის ღვთისმშობლის გამოსახულებაზე სამი ვარსკვლავი?

პასუხი: ეს იმის მანიშნებელია, რომ ღვთისმშობელი არის ქალწული ქრისტეს შობამდე, შობისას და შობის შემდეგ.

კითხვა: რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ, როდესაც შიში გვიპყრობს?

პასუხი: ასეთ დროს იკითხეთ 90-ე ფსალმუნი და თქვით: „აღდგომასა შენსა...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი