რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№15

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ყოველ აღდგომა დღეს ხდება თუ არა უფლის მიერ ჯოჯოხეთიდან სულების ამოყვანა?

პასუხი: წმიდა წერილის მიხედვით, სულების ჯოჯოხეთიდან ამოყვანა მაცხოვრის მიერ მოხდა ერთხელ, როდესაც ჯვარცმის შემდგომ მისი წმიდა და პატიოსანი სხეული განისვენებდა იოსებ არიმათიელის ბაღში, საგანგებოდ გამოკვეთილ კლდის სამაროვანში. ამ დროს იესო ქრისტე სულით ჯოჯოხეთში ჩავიდა, გარდაცვლილ ადამიანთა სულებს აუწყა სიკვდილზე თავისი გამარჯვების შესახებ და ამოიყვანა იქიდან იმ ადამიანთა სულები, რომლებიც რწმენით ელოდნენ მის მოვლინებას. აღდგომის ყოველ დღესასწაულზე ეს არ ხდება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სულების იმქვეყნიური ყოფა არ არის ერთხელ და სამუდამოდ დაკანონებული. მათი საბოლოო სამკვიდრებელი დადგინდება უფლის მეორედ მოსვლის შემდგომ, საღმრთო განსასჯელის მიხედვით.

კითხვა: რითია სასარგებლო ნაკურთხი წყლისა და სეფისკვერის მიღება?

პასუხი: როდესაც ადამიანი ნაკურთხ წყალსა და სეფისკვერს იღებს, მას არ ეკარება არაწმიდა სული, სული და ხორცი იკურთხება, გონება ნათლდება უფლის სამსახურისთვის და ადამიანი განეწყობა მარხვისთვის, ლოცვისთვის და სხვა კეთილზნეობისთვის.

კითხვა: რით გამოხატავს ადამიანი უფლის მიმართ სიყვარულს?

პასუხი: ადამიანი უფლის მიმართ თავის ჭეშმარიტ სიყვარულს გამოხატავს უფლის ათი მცნების ერთგული დაცვით.

კითხვა: დიდი სურვილი მაქვს შევისწავლო „ბიბლია“. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცე?

პასუხი: ეს გახლავთ საღმრთო ისტორია, რომლის სრულყოფილად გაგებისთვის საჭიროა წმიდა მამათა იმ თხზულებების გაცნობა, რომლებიც განმარტავენ წმიდა წერილის არსს და იწოდებიან მის კომენტატორებად (ეგზეგეტიკოსებად). „ბიბლიის“ შესწავლა განყენებულად, ეკლესიური ცხოვრების გარეშე, არ გაგიმხელთ იმ საღმრთო სიბრძნეს, რომელიც ამ წიგნშია თავმოყრილი და ხშირად დაქარაგმებული. ამიტომ „ბიბლიის“ სიბრძნეში ჩასაწვდომად უნდა ეზიაროთ მართლმადიდებელი ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და საიდუმლოებებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი