რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№14

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.04

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში ნებსით ან უნებურად ვინმესთვის არ უწყენინებია. როგორ გამოვისყიდოთ მსგავსი საქციელი?

პასუხი: ამის შესახებ ბერი პაისი ასე გვმოძღვრავს: „ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ უნდა დავუნთოთ სანთელი მათ, ვისთვისაც გვიწყენინებია, ანგარიშში მოგვიტყუებია, მოგვიპარავს, ვალი არ დაგვიბრუნებია და მოვინანიოთ აღსარებაში!“

კითხვა: რა მიზეზით შეიძლება, ადამიანს გაუჩნდეს უკეთური აზრები უფლის, ღვთისმშობლის ან წმიდანთა მიმართ?

პასუხი: ეცადეთ, არ მიაქციოთ ყურადღება ამგვარ აზრებს, არ უნდა იფიქროთ, რომ თავად ხართ დამნაშავე ამ უკეთური აზრების გაჩენაში. თუ, რა თქმა უნდა, შეგნებულად არ ეთანხმებით მათ. ასეთ დროს, ეს არის ეშმაკისეული, ჩაგონებული ბოროტება, რომლის მთავარი მიზანია, ადამიანი ჩააგდოს უიმედობაში, თითქოს ის იმდენად ბილწია, რომ თვით სიწმიდეების მიმართაც მკრეხელური აზრები უჩნდება და ხელი ააღებინოს ეკლესიაში სიარულზე.

კითხვა: რომელი ლოცვა წავიკითხო ჩემი სამშობლოსა და ხალხისთვის?

პასუხი: ქვეყნისა და ხალხისთვის უფლის მიმართ სავედრებლად უნდა წაიკითხოთ დილისა და საღამოს ლოცვები და „ფსალმუნნი“. ილოცეთ თქვენი სამშობლოსა და ხალხისთვის, ამით ქვეყანას დიდ სიკეთეს მოუტანთ.

კითხვა: მინდა, პანაშვიდი გადავუხადო ჩემს გარდაცვლილ წინაპრებს, რომელთა სახელები არ ვიცი, როგორ მოვახერხო ეს?

პასუხი: ეს შესაძლებელია, თუ იცით, რომ ისინი მართლმადიდებლები იყვნენ. ჩვენს გარდაცვლილ წინაპრებს, რომელთა სახელებიც არ ვიცით, საქართველოს ეკლესია ისედაც მოიხსენიებს წირვა-ლოცვის დროს ასეთი სიტყვებით: „წინაპართა სანატრელთა პირველგარდაცვალებულთა მამათა და ძმათა ჩვენთა“. აქ, რა თქმა უნდა, თქვენი წინაპრებიც იგულისხმებიან. თუ პანაშვიდს გადაუხდით, მოძღვარიც ასევე მოიხსენიებს. მათთვის შეგიძლიათ, ყოველთვის ევედროთ უფალს დილის ლოცვებში: „მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები) და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნისა ცხოვრებისა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა“

კითხვა: რა ევალება ავადმყოფს?

პასუხი: წმიდა მამების დარიგებით, ავადმყოფობა არ უნდა გავიხადოთ უსაქმურობის საბაბად. უნდა იკითხოთ საღვთო წიგნები, რომ არ აჰყვეთ უქმ აზრებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი