რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№13

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რამდენად აუცილებელია, სახლში გვქონდეს ნაკურთხი წყალი და როგორ შევინახოთ ის?

პასუხი: ნაკურთხი წყალი ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს. ის გამოიყენება დასალევად და ოთახში მოსასხურებლად. უნდა მოვათავსოთ საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში და მის დასალევად ჭიქაც საგანგებოდ უნდა იყოს გამოყოფილი. სასურველია, ნაკურთხი წყალი ყოველ დილით, უზმოზე, ლოცვის შემდეგ დალიოთ. ყოველთვის მიიღეთ ის ავადმყოფობის დროს.

კითხვა: რას ნიშნავს სახარებისეული განმარტება: როცა მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირეო? მტერს არ უნდა გავცეთ პასუხი?

პასუხი: ქრისტიანული ხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ერთი ადამიანი მეორე ადამიანის მიმართ აგრესიას, სიძულვილს ავლენს, მეორემ მიტევება და სიყვარული უნდა დაუპირისპიროს. სიყვარული არის ერთადერთი იარაღი, რომ ადამიანებს შორის თანხმობა ჩამოვარდეს. კაცობრიობას თავისი არსებობის განმავლობაში არა ერთხელ დაუმტკიცებია, რომ აგრესიას შეგებებული აგრესია სასურველ მიზანს ვერასოდეს აღწევს. ასეთ დროს პრობლემა უფრო ღრმავდება. სიძულვილზე სიყვარულის შეგებების ნიმუში თვით უფალმა მოგვცა თავისი ჯვარცმის დღეს, როდესაც მას შეურაცხყოფდნენ, ხოლო ის ლოცავდა და მიუტევებდა. ეს არ ნიშნავს, რომ არ ვუპასუხოთ იმ აგრესიას, როცა სამშობლოს ომი აქვს, როცა აგრესიით მოყვასი ზარალდება და ზნეობა უზნეობად იქცევა. ასეთ დროს შეიძლება, აგრესიას ძალაც დავუპირისპიროთ. მაგრამ ეს არ უნდა იყოს პირადი პატივმოყვარეობის წარმოჩენა.

კითხვა: გამიგია, რომ არის ერთი დღე, როცა შეიძლება თვითმკვლელს ეკლესიაში დავუნთოთ სანთელი და ვილოცოთ მისი სულისთვის. როდის ხდება ეს?

პასუხი: მართლმადიდებელ ეკლესიას არ აქვს არცერთი დღე, როცა თვითმკვლელთა და მოუნათლავთა სულებისთვის ლოცვა და სანთლის დანთება შეიძლება. იესოს სიყვარული ნებაყოფლობითია და ის ამბობს: ვისაც უნდოდეს, შემომიდგესო. თუ ადამიანი სიცოცხლეში არ მივიდა ქრისტესთან და სასოწარკვეთაში მყოფს, უფალი არ გაახსენდა, გარდაცვალების შემდეგ როგორღა უშველის. თქვენი შეკითხვა, ალბათ, უკავშირდება ხალხში გავრცელებულ ცრურწმენას, თითქოსდა, 19 სექტემბერს, მთავარანგელოზ მიქაელის მოხსენიების დღეს, ის ჩადის ჯოჯოხეთში და ათავისუფლებს სულებს. თვითმკვლელთა სახელზე მხოლოდ მოწყალების გაცემა შეიძლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი