რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№38

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 04.10

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ უნდა შევაფასოთ მცირე ცოდვა, რომელსაც ხშირად ვიმეორებთ?

პასუხი: ასეთი ცოდვა ძალიან ახლოსაა სასიკვდინე ცოდვასთან. შევადაროთ დიდი ცოდვა დიდ ქვას, ხოლო პატარა – ქვიშის ნამცეცს. თუ ბევრია ქვიშა, მან შესაძლოა, დიდი ქვაც გადაწონოს. მოვიყვანოთ მაგალითი: ტყუილი არ არის სასიკვდინე ცოდვა, მაგრამ ხშირად განმეორების შემთხვევაში ის განაქარვებს უფლის მადლს და სასჯელს მოიწევს.

კითხვა: მხოლოდ ჩადენილი ცოდვები უნდა მოვინანიოთ?

პასუხი: იმ შემთხვევაშიც გმართებთ სინანული, თუ მაგალითად, ესა თუ ის კეთილი საქმე არ მოიმოქმედეთ ან ამა თუ იმ კეთილი საქმის კეთება ვერ შეძლეს სხვებმა თქვენი მიზეზით. მოციქულის სიტყვით: „რომელმან იცოდის კეთილი საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა“. ასევე, ასე გვმოძღვრავს იოანე ოქროპირიც: „არათუ ოდენ გარდასულნი ცოდვანი განვიბანოთ, არამედ მომავალთათვისაცა შევიზღუდნეთ თავნი ჩვენნი“.

კითხვა: დავკარგე ნდობა ჩემი მოძღვრის მიმართ. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: მოძღვარზე უარის თქმა ცოდვა არაა იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნდებით, რომ მას არ მიჰყავხართ ქრისტესთან ანუ როდესაც მისი სწავლება ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას და უფლის 10 მცნებას. ასევე, როდესაც პიროვნულად ვერ იხსნებით მასთან აღსარებისას. ასეთ დროს შეგიძლიათ, დამშვიდებული სინდისით დატოვოთ ყოფილი მოძღვარი და მიმართოთ სხვა მღვდელმსახურს, ვისაც ნდობას გამოუცხადებთ. უკეთეს შემთხვევაში, შეგიძლიათ, აიღოთ კურთხევა ყოფილი მოძღვრისგან. რაც მთავარია, ეს არ უნდა გახდეს საფუძველი ეკლესიის მიტოვებისა.

კითხვა: რა საიდუმლოებები შედის ქრისტეს ეკლესიის შვიდ საიდუმლოში?

პასუხი: მართლმადიდებლური სარწმუნოება იცნობს შვიდ საიდუმლოს: ნათლისღებას, მირონცხებას, სინანულს (აღსარებას), ზიარებას, ქორწინებას (ჯვრისწერას), მღვდლობას, ზეთისცხებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა