რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 06.09

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: შეიძლება თუ არა საეკლესიო სანთლის გასანათებლად გამოყენება?

პასუხი: ის, რაც უფლისადმი არის მიძღვნილი, ყოფით ცხოვრებაში არ გამოიყენება და თუ ეს მაინც მოხდება, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როგორც გამონაკლისი.

კითხვა: ყოველთვის უნდა ვუსმინოთ თუ არა სინდისის ხმას?

პასუხი: დიახ, სინდისის ხმას უსათუოდ უნდა უსმინოთ, რადგან ამ ხმით ხშირად თქვენი მფარველი ანგელოზი მოგმართავთ. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, ეს ხმა რომ მართებულად აღიქვათ, უნდა შეუთანადოთ უფლის სიტყვას.

კითხვა: რა არის მთავარი ცხოვრებაში?

პასუხი: როდესაც ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, ის ადვილად ერწმუნება დიდი ღვთისმეტყველის სიტყვებს: ცხოვრების მთავარი საქმე არის ლოცვა, ხოლო ყოველივე დანარჩენი მეორეხარისხოვანი საქმეებია (წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი).

კითხვა: სასარგებლოა თუ არა სახლში ფსალმუნების კითხვა?

პასუხი: წმიდა მამათა თქმით: „ნუ ჰყოფნით ფსალმუნთა კითხვას, უკეთუ ისინი თქვენი სულისგან გაჰყრიან ბოროტ სულებს და მასში სული წმიდას ჩაასახლებენ. ფსალმუნთა კითხვითა და მოწყალებით სული განიწმინდება ცოდვისგან“.

კითხვა: ვარ ცაცია. შეიძლება თუ არა, პირჯვარი მარცხენა ხელით გადავიწერო?

პასუხი: მარცხენა ხელით პირჯვრის გადაწერა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მარჯვენა ხელი დაზიანებული გაქვთ და ვერ ხმარობთ. ასეთ დროსაც პირჯვრის გადაწერის მიმართულება უნდა დაემთხვევს მარჯვენა ხელით პირჯვრის გადაწერას.

კითხვა: დიდი ინტერესი მაქვს, წავიკითხო „ყურანი“. ამით ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?

პასუხი: ლიტერატურით განათლების მიღება ცოდვა არ არის, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რა საფრთხეს შეიცავს ეს ლიტერატურა. არსებობს იმის ალბათობა, რომ გამოუცდელი და ქრისტიანობაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანი სხვა რელიგიის გავლენის ქვეშ მოექცევა. გირჩევთ, ჯერ კარგად შეისწავლოთ ქრისტიანობა, გაიმყაროთ რწმენა და შემდეგ გაეცნოთ ასეთი ტიპის ლიტერატურას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა