რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№11

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 29.03

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როდის არის მრისხანება გამართლებული?

პასუხი: მრისხანება მაშინ არის მართებული, როდესაც ის ცოდვისკენ, რჯულის დარღვევისკენ, დანაშაულის წინააღმდეგ არის მიმართული და ჩვენში ბუნებრივად გამოიწვევა. რასაც თან ახლავს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული და თანადგომა მოყვასისადმი და აქვს ერთადერთი მიზანი – ცოდვილის ხსნა.

კითხვა: რა ასაკში უნდა თქვას ბავშვმა პირველი აღსარება? როგორ მოვამზადოთ ბავშვი აღსარებისთვის?

პასუხი: ეკლესია თვით ჩვილობის ასაკშიც აზიარებს პატარებს. პირველი აღსარება კი ბავშვმა უკვე შვიდი წლისამ უნდა თქვას. მან უნდა იცოდეს, რატომ არის საჭირო მოძღვარს ყველაფერი უთხრას, როგორი სასიხარულოა ზიარება და როგორ დაასაჩუქრებს მას უფალი, თუ კარგად მოიქცევა. პატარა სიყვარულისა და სიკეთის მაგალითებს ოჯახში უნდა ხედავდეს. როცა ბავშვი ასეთ ფაქტებს უყურებს, უკვე ერკვევა, რა არის კარგი და რა – ცუდი. აღსარების წინ კი, რა თქმა უნდა, უნდა ესაუბროთ, მიანიშნეთ მისი შეცდომების შესახებ, რომ მოძღვარს უამბოს. როდესაც ბავშვი პირველ აღსარებას ამბობს, ეცადეთ, იმ დღეს სადღესასწაულო გარემო შეუქმნათ, რათა განსაკუთრებულად აღიქვას.

კითხვა: მართალია თუ არა, რომ დიდმარხვა – ეს არის უდიდესი სულიერი ღვაწლი?

პასუხი: დიახ, ეს არის შრომა, ოღონდ არა ფიზიკური, არამედ სულიერი. მისი მიზანია სხეულისა და სულის ერთობლივი განწმენდა, ღმერთთან შერიგება, კეთილი ცხოვრების მარცვლის დათესვა, ხოლო სარეველის (ავი ჩვევების) აღმოფხვრა. ეს არის არა მხოლოდ შეზღუდვა საკვებისა, არამედ ცხოვრებისეულ საზრუნავზე ფიქრის შეწყვეტა, უფლის სიტყვის კითხვა და გააზრება, ეკლესიაში სიარული, მარტოობაში საკუთარი სინდისის ჩხრეკა. ეს არის სულის ფხიზელი მდგომარეობა, მთელი გულისყურით ცხონებისათვის მზადება, საკუთარი ცოდვიანობის შეცნობა და მწუხარება ცოდვათა გამო, მონანიება და აღსარება სულიერ მამასთან, წმიდა საიდუმლოთა ზიარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა