რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№9

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 08.03

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: სასარგებლოა თუ არა სახლში ფსალმუნების კითხვა?

პასუხი: „ნუ ჰყოვნით ფსალმუნთა კითხვას, უკეთუ ისინი თქვენი სულისგან გაჰყრიან ბოროტ სულებს და მასში სულიწმიდას ჩაასახლებენ“. „ფსალმუნთა კითხვითა და მოწყალებით სული განიწმინდება ცოდვეისგან“, – ამბობდა ზადონელი გიორგი დაყუდებული.

კითხვა: როგორ უნდა მოვინანიოთ აბორტის ცოდვა?

პასუხი: ამ ცოდვის შესახებ გაესაუბრეთ თქვენს მოძღვარს აღსარებაზე და ის სრულად გაგცემთ პასუხს თქვენს კითხვაზე – სინანულის ზომით დაგაკისრებთ ეპიტიმიას.

კითხვა: ვარ მორწმუნე. ყოველთვის დავდივარ ეკლესიაში და ვანთებ სანთელს. თითქმის ბოლომდე ვიცავ ათ მცნებას, მაგრამ არ ვიცავ მარხვას. ვარ თუ არა ცოდვილი?

პასუხი: როდესაც ადამიანი თავს მორწმუნედ მიიჩნევს და სურს ეკლესიური ცხოვრება, თუ მას ჯანმრთელობა ხელს უწყობს, აუცილებლად უნდა შეინახოს მარხვა, უნდა თქვას აღსარება და ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

კითხვა: როგორც შევიტყვე, ადამიანისთვის, რომელიც თავს იკლავს, არ შეიძლება, სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდა, მაგრამ მისი სული ხომ შველას ითხოვს. ნუთუ ზურგი უნდა ვაქციოთ და არ დავეხმაროთ ახლობელ ადამიანს?

პასუხი: თვითმკვლელობაში ცალკე გამოიყოფა რიგი შემთხვევებისა. თვითმკვლელის ფსიქიკური ავადმყოფობის დროს ეკლესია აკურთხებს წესის აგებას, მაგრამ როდესაც ადამიანი საღი გონებით უარყოფს ღვთის არსებობას, კარგავს რწმენასა და სასოებას, თავს იკლავს სასოწარკვეთილების გამო – ასეთ ადამიანზე არ სრულდება სათანადო სამღვდელო ქმედება. ადამიანის ცხონება და გადარჩენა ხდება თვით ამ ადამიანის მონაწილეობით. როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, ღმერთი ძალად ვერ აცხონებს, თუ ადამიანი ეწინააღმდეგება საკუთარი სულის ცხონებას. იმ ადამიანის სახელზე, ვინც დაგმო ღვთის არსებობა და მისი ყოვლადმოწყალება, მხოლოდ მოწყალების გაღება შეიძლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა