რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№5

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 15.02

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რატომ ხდება, რომ ხშირად კეთილი, კარგი საქმე ფერხდება?

პასუხი: ღვთისთვის სათნო ყველა საქმეს თან სდევს ბოროტი ძალისგან ხელის შეშლა. რაც უფრო კარგი, მაცხონებელია საქმე, მით უფრო ძლიერად ესხმის თავს ბოროტი ძალა. თუმცა, უფლის შეწევნით, ბოროტება სიკეთეს ვერ დაამარცხებს.

კითხვა: როგორ გამოირჩევა ჭეშმარიტად ღვთიური ადამიანი სხვებისგან?

პასუხი: წმიდა მამათა გადმოცემით, ღვთივსათნო ადამიანის ცნობა უპირველესად, სიმდაბლითაა შესაძლებელი. ბოროტისგან ადამიანს სხვა ყველაფერი შეიძლება, დროებით მიენიჭოს, მაგრამ სიმდაბლეს ვერასოდეს მიანიჭებს. ამიტომ ქრისტიანისთვის თავმდაბლობა ყველაზე დიდი „სამკაულია“.

კითხვა: თუ ადამიანი მორწმუნეა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებს ეკლესიაში სიარულს, სცოდავს?

პასუხი: ვინც უფლის სახლს – ეკლესიას გაურბის, ის გაურბის თვით უფალს და მისთვის უცხოა რწმენა და კეთილზნეობა. ასეთ ადამიანის ცხოვრება აღსავსეა ვნებებით და მას ვერანაირად ვერ ვუწოდებთ მორწმუნეს.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ადამიანის სულიერ კეთილზნეობაზე მხოლოდ მისი გარეგნული ღვაწლის მიხედვით ვიმსჯელოთ?

პასუხი: თუმცა გარეგნული ღვაწლი აუცილებელია, ის მხოლოდ ხარაჩოებია და არა შენობა. ამიტომაც ნაკლები ყურადღება დაუთმეთ მას. შენობა ამ გარეგნულ ღვაწლთა შორის აღიმართება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულისმიერ ღვაწლს. გულისთქმათა მიხედვით ერთი და იგივე საქმე შეიძლება, იყოს სათნო უფლისთვის და არც იყოს.

კითხვა: როგორ ლოცვას შეისმენს უფალი?

პასუხი: ლოცვის დროს მხოლოდ კი არ უნდა ითხოვდეთ და ამბობდეთ: „უფალო, შემეწიე, უფალო, შემიწყალე1“ არამედ განუწყვეტლივ უნდა ჰმადლობდეთ და ადიდებდეთ უფალს, მაშინ შეისმენს უფალი თქვენს ლოცვას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა