რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№46

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 23.11

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ნიშნავს თუ არა ქრისტიანული მშვიდობისმოყვარეობა მოყვასის ბოროტებაზე თვალის დახუჭვას?

პასუხი: ახლობლებთან მშვიდობის დამყარების ვალდებულება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავეთანხმოთ მათ ავ ზრახვებს, აზრებსა და ქმედებებს. ასეთი თანხმობა დიდი ცოდვა იქნებოდა. პირიქით, შევეწინააღმდეგოთ ამას, ეს არის ქრისტიანის ვალი.

კითხვა: როდის არ შეისმენს უფალი ჩვენს ლოცვას?

პასუხი: ლოცვას არ აქვს ფასი, როდესაც ის გულწრფელად არ არის წარმოთქმული და არ მიემართება უფლისკენ. თავად მაცხოვარი ბრძანებს ასეთ მლოცველთა შესახებ: „ეს ხალხი მე პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან“ (მათე, 15.8).

კითხვა: გვტოვებს თუ არა ჩვენი მფარველი ანგელოზი, როდესაც ცოდვას ჩავდივართ?

პასუხი: ამ კითხვაზე ათონელი ღირსი მამა პაისი ასე პასუხობდა: „ანგელოზი რომ ასე იოლად გვტოვებდეს, სამყარო, ალბათ, დიდი ხნის წინ დაიღუპებოდა. ის არ გვტოვებს, რჩება ჩვენთან, ოღონდ იტანჯება და ღმერთთან ცარიელი ხელებით ბრუნდება“.

კითხვა: ვინ იცის, უნებურად ან თუნდაც ნებსით, რამდენი ადამიანისთვის გვიწყენინებია. როგორ მოვინანიოთ ეს ცოდვა?

პასუხი: ამ კითხვაზეც ბერი პაისი გვპასუხობს: „ცხოვრებაში, თუნდაც, ერთხელ უნდა დავუნთოთ სანთელი მათ, ვისთვისაც გვიწყენინებია, ანგარიშში მოგვიტყუებია, მოგვიპარავს, ვალი არ დაგვიბრუნებია და მოვინანიოთ აღსარებაში“.

კითხვა: როდესაც ვბრაზდები, თავშეუკავებლობას ვიჩენ, შემდეგ რომ ვაანალიზებ, არ მომწონს ჩემი საქციელი, მაგრამ თავს ვერ ვერევი. მირჩიეთ, როგორ შევინარჩუნო სიმშვიდე?

პასუხი: ასეთ დროს, სანამ რაიმეს იტყვით ან მოიმოქმედებთ, ცოტა ხნით შეჩერდით და გულში იესოს ლოცვა თქვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა